ბუღალტერი

კომპანია: გრინვილი
  • თარიღები: 09 თებ - 09 მარ
  • მდებარეობა:
  • შპს "გრინვილი" დაარსდა 2016 წელს და წარმოადგენს რძის პროდუქტების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საწარმოს, რომლიც აწარმოებს უმაღლესი ხარისხის მცენარეული ცხიმის სპრედს, მარგარინსა და ქართულ ყველს.

    "გრინვილი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

    ფუნქცია-მოვალეობები:

    ** ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვა;
    ** სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია და კონტროლი;
    ** საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები, ინვოისები და სხვა) აღრიცხვა, შენახვა და კონტროლი;
    ** ბუღალტრულ პროგრამაში ადგილობრივი და იმპორტული პროდუქციის ასახვა;
    ** მარაგების ნაშთის კონტროლი;
    ** ყველა ოპერაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა;
    ** მთავარი ბუღალტრისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** უმაღლესი განათლება;
    ** ბუღალტერიის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
    ** პროგრამა "ORIS"-ში მუშაობის გამოცდილება;
    ** პროგრამა "1C"-ში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
    ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

    სამუშაო განაკვეთი: სრული
    მდებარეობა: ქ. თბილისი, ვარკეთილი, ლორთქიფანიძის 13 გ.

    თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ბუღალტერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

    გისურვებთ წარმატებებს!

    პოპულალური კომპანიები