ფინანსური მენეჯერი

კომპანია: გოა კრედიტი
  • თარიღები: 09 თებ - 09 მარ
  • მდებარეობა:
  • ენები: ინგლისური და რუსული
  • საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" 2008 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე თბილისსა და რეგიონებში. ამჟამად "გოა კრედიტი" წარმოდგენილია ოქროსა და ვერცხლის სალომბარდე სესხით, კონვერტაციებით.

    საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

    სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
    სამუშაო ადგილი: თბილისი.

    ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

    ** კომპანიის ფინანსური და ბუღალტრული პოლიტიკის დაგეგმვა და მართვა;
    ** კომპანიის ფინანსური მიმართულების გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
    ** წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
    ** ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი;
    ** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა საქმიანობის ყოველდღიური კონტროლი;
    ** კომპანიის დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
    ** ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფა;
    ** ფინანსური რეპორტების წარმოება და პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
    ** ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** უმაღლესი განათლება ფინანსური მიმართულებით;
    ** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
    ** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
    ** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
    ** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;

    პიროვნული უნარ-ჩვევები:

    ** ანალიტიკური და ტექნიკური აზროვნების უნარი;
    ** კოორდინირების უნარი;
    ** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
    ** დეტალებზე ორიენტირებულობა;

    ანაზღაურება შეთანხმებით. კანდიდატთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

    დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე hr@goacredit.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    04 მარ - 04 აპრ
    პოპულალური კომპანიები