კომპანია "აი სი ჯი" (ICG) ეძებს მამაკაცს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითად მიმართულება წარმოადგენს სამრეწველო იატაკების სისტემები.
მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტების მოძიება, სერვისების შეთავაზება, მათი მოთხოვნების შესწავლა;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება;
** ყოველთვიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება რეპორტინგი.
** გაყიდვების გასაზრდელად აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება, დანერგვა.
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა.
** გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა.
** პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის მომსახურების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
** პირდაპირი გაყიდვების წარმოება პოტენციურ კლიენტებთან, შეხვედრებისა და პრეზენტაციების საშუალებით;
** გაყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება;
** ბაზრის, კონკურენტების მონიტორინგი და ანალიზი, სტატისტიკის მომზადება;
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი). რეზიუმეში აუცილებელია მუშაობის გამოცდილების დეტალურად მითითება, კომპანია, მუშაობის ხანგრძლივობა, წამოსვლის მიზეზი და ა.შ
** აუცილებელია საბაზრო ქსელის ცოდნა აჭარაში და სასურველია იცოდეს რეგიონის მიმდებარე ტერიტორიების ქსელიც (ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, ფოთი).
** მართვის მოწმობა B კატეგორია სავალდებულოა;
** საკუთარი ავტომობილი;
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
ანაზღაურება: გაყიდვებიდან პროცენტი
CV გამოაგზავნეთ მეილზე info@betonservice.ge