დელიკატესებისა და პრემიუმ ხარისხის პროდუქტების მაღაზიათა ქსელი Gastronome • გასტრონომი აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო დირექტორის პოზიციაზე.
https://www.facebook.com/GastronomeGeorgia
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის საოპერაციო სტრატეგიის ჩამოყალიბება
** საოპერაციო ბიზნეს პროცესების აწყობა, ანალიზი და ოპტიმიზაცია
** სწორი მერჩენდაიზინგის შემუშავება და დანერგვა ობიექტებზე
** საფილიალო ქსელის და საწყობის კონტროლი საოპერაციო კუთხით
** პროდუქციის გაყიდვების ანალიზი და შესაბამისი აქტივობების დანერგვა
** ფასწარმოქმნის სტრატეგიის შემუშავება და მარჟების კონტროლი
** საიტისა და სხვა გაყიდვების არხების კონტროლი და ანალიზი
** საწყობისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტისთვის მაღაზიაში პროცესების გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების შემუშავება
** პროცესემის ოპტიმიზაციისთვის პროგრამული უზრუნველყოფის საკითხების შემუშავება და გადაწყვეტა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესთან დაკავშირებულ სფეროში
** მაგისტრის ხარისხს მიენიჭება უპირატესობა
** სავალდებულოა საცალო ვაჭრობის სფეროში მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება
** მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცილება
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი
** გუნდის მართვის უნარი
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
დაინტერესების შეთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gastronome.ge