ბუღალტერი

კომპანია: ოფისმარტი
  • თარიღები: 15 თებ - 15 მარ
  • მდებარეობა:
  • "ოფისმარტი" არის საოფისე მომსახურების კომპანია, რომელიც ემსახურება ასობით ორგანიზაციას სრულიად საქართველოს მასშტაბით და ამარაგებს მათ სხვადასხვა დასახელების საოფისე ნივთებითა და მოწყობილობებით.

    ვაკანსია: ბუღალტერი
    მდებარეობა: თბილისი
    სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
    ანაზღაურება: 1100 ლარი (ხელზე ასაღები)
    საქმიანობა: საოფისე ნივთების იმპორტი, დისტრიბუცია და ონლაინ რეალიზაცია.

    ფუნქცია-მოვალეობა:

    ** კომპანიის ფინანსური აღრიცხვის ყოველდღიური წარმოება და მონიტორინგი IFRS სტანდარტებზე დაყრდნობით, საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით;
    ** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება;
    ** დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი და მონიტორინგი;
    ** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება;
    ** ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა, ცვეთის დარიცხვა და კონტროლი;
    ** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა და კონტროლი;
    ** საქონლის იმპორტთან დაკავშირებული საბუღალტრო საქმიანობა, ხელფასის გაანგარიშება/დარიცხვა/გადარიცხვა;
    ვსაბანკო ამონაწერების დამუშავება;
    ** ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული/ჩარიცხული თანხების კონტროლი;
    ** RS.ge-ზე ასახული მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან;
    ** ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა;
    ** ფულადი გადარიცხვების შესრულება და კონტროლი;
    ** სხვადასხვა სახის ბუღალტრული რეპორტების მომზადება;
    ** პერიოდული ფინანსური უწყისების და ანგარიშების მომზადება;
    ** კომპანიის შიდა მენეჯერული აღრიცხვის სისტემების მართვა და რეპორტების მომზადება;
    ** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) შენახვა, აღრიცხვა, დაარქივება;
    ** გარე აუდიტორებთან და მაკონტროლებელ ორგანოებთან თანამშრომლობა;
    ** სხვა ბუღალტრული საქმიანობები, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.

    ძირითადი მოთხოვნები:

    ** საოფისე პროგრამებისა (Microsoft Word, Excel) და საბუღალტრო პროგრამების (FINA) ცოდნა მაღალდონეზე
    ** ფინანსური ანგარიშგების და ბუღალტრული აღრიცხვების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
    ** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
    ** რეპორტინგის გამოცდილება
    ** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის თანამდებობაზე.
    ** სასურველია გამოცდილება სადისტრიბუციო სექტორში

    სხვა ინფრომაცია:

    ** სამუშაო გრაფიკი: სრული
    ** მისამართი: თბილისი, ბარამიძის 5ა (მეტრო გურამიშვილთან)

    დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: officemartjob@gmail.com და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.

    დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

    გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად.

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    04 მარ - 04 აპრ
    პოპულალური კომპანიები