სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას მოლარის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული (1დღე მუშაობა 1დღე დასვენება)
სქესი: მდედრობითი
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის რეალიზაციამდე ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა;
** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
** პროდუქციის მოწესრიგება, ეფექტური განლაგება.
პიროვნული მახასიათებლები:
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირება;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მხიარული, მუდამ მოღიმარი, თავაზიანი.
აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატს მიეცემა გამოსაცდელი ვადა 1-2 კვირა.
ხელფასი: გამოსაცდელი ვადის პერიოდში პირველი 3 თვის განმავლობაში მიიღებს 550 ლარს, ხოლო შემდგომ 610 ლარს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: Tursaltd@gmail.com. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - "მოლარე".
კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.