დისტრიბუციის უფროსი

კომპანია: სანდომი
  • თარიღები: 18 თებ - 18 მარ
  • მდებარეობა:
  • ენები: ინგლისური ან რუსული
  • მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასვე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
    საყოველთაო რანჟირების შედეგად " პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება" -შ.პ.ს ვასაძის პურს და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის.

    "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 სააერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

    საკონდიტრო კომპანია "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის უფროსის პოზიციაზე.

    სამუშაო ადგილი: თბილისი, ფონიჭალა ცოტნე დადიანის I ჩიხი #1
    სამუშაო გრაფიკი: სრული
    სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
    ანაზღაურება: 2000-4000

    ძირითადი მოვალეობები:

    ** გაყიდვების რეალიზაციის ზრდა.
    ** გაყიდვების მონიტორინგი და დისტრიბუციის მართვა.
    ** გეგმების შესრულების კონტროლი.
    ** თანხის ამოღების კონტროლი
    ** დაბრუნებების კონტროლი
    ** პოტენციურ პარტნიორ კომპანიებთან მოლაპარაკება და თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება;
    ** პოტენციური ახალი მომხმარებლების მოძიება ან ახალი არხების მოძიება
    ** ყოველდღიურად ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ.

    ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** უმაღლესი განათლება;
    ** აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება; (უპირატესობა მიენიჭება, ვისაც კვების პროდუქტების მიმართულებით ექნება გაყიდვების სფეროში გამოცდილება);
    ** გეგმებთან მუშაობის გამოცდილება;
    ** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
    ** Microsoft Office პროგრამების კარგად ცოდნა.

    აუცილებელი უნარები:

    ** აქტიური;
    ** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
    ** დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
    ** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
    ** შედეგზე ორიენტირებული;
    ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

    გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ ქართულ ენაზე მისამართზე: sandomi.hr@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

    დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

    პოპულალური კომპანიები