შპს "საქართველოს ფოსტა" დისტრიბუციის დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას რეალიზატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი : თბილისი
ანაზღაურება გამომუშავებით, საშუალოდ - 650 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** ჯიხურში არსებული პროდუქციის რეალიზაცია;
** ლატარიის ბილეთების (მათ შორის მომენტალური გათამაშების ლატარიის ბილეთების, "6/42 ლოტოს" და სხვა) რეალიზაცია;
** სავაჭრო ჯიხურის თაროებზე და სარეკლამო ვიტრინებზე საქონლისა და საქონლის ფასმაჩვენებლის განთავსება;
** პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება;
** მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება სავაჭრო ობიექტებში მუშაობის გამოცდილებას.
უნარ-ჩვევები:
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:
** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე;
** გასაუბრება;
** 1 კვირიანი მოსამზადებელი ეტაპი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "რეალიზატორი").
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 19.03.2021.