ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი

კომპანია: ნეოტექი
  • თარიღები: 01 მარ - 01 აპრ
  • მდებარეობა:
  • კომპანია "ნეოტექი" უსაფრთხოების სისტემების ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. კომპანიამ არსებობის მანძილზე წარმატებული საქმიანობით შეძლო უსაფრთხოების სისტემების ბაზარზე წამყვანი პოზიციების დაკავება, ხარისხზე ორიენტირებული კომპანიის სახელის მოპოვება და სამართლიანად ითვლება ამ ბაზარზე ლიდერ კომპანიად. კომპანიის საქმიანობის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენს ვიდეოსათვალთვალო, დაცვით-საგანგაშო და სახანძრო სიგნალიზაციების, ხანძარქრობის, საკონფერენციო, გახმოვანების, შეზღუდული დაშვების, სუსტ დენებზე დაფუძნებული სხვა სისტემების პროექტირება, მონტაჟი და ინსტალაცია. კომპანია უსაფრთხოების სისტემების მწარმოებელი რამოდენიმე მსოფლიო ლიდერი ბრენდის ავტორიზებული დილერია და საქართველოში მათი პროდუქციის რეალიზაციას ახორციელებს.

    კომპანიის მფლობელობაში არსებული მრავალი სერტიფიკატიდან აღსანიშნავია შემდეგი საერთაშორისო სერტიფიკატები:

    ** ხარისხის მენეჯმენტის ISO 9001:2015, რაც ადასტურებს კომპანიის მენეჯმენტის და სტრუქტურის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან;
    ** სამუშაო გარემოს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მენეჯმენტის ISO 45001:2018, რაც ადასტურებს კომპანიის მიერ შექმნილი შრომითი გარემოს შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან;

    კომპანია "ნეოტექი" დასაქმებულებს სთავაზობს სტაბილურ სამუშაო გარემოს და პროფესიული ზრდის შესანიშნავ საშუალებას და აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის თანამდებობაზე:

    სამსახურეობრივი მოვალეობები:

    ** ყოველთვიური მედია-გეგმის შედგენა
    ** ვებ-გვერდებზე ინფორმაციის მართვა
    ** Facebook-კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და მართვა
    ** YouTube გვერდის მართვა
    ** E-mail-კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და მართვა
    ** ინფორმაციის დიზაინერთან და მარკეტინგის მენეჯერთან კოორდინაცია
    ** მარკეტინგის მენეჯერისთვის ყოველთვიური ანგარიშის მომზადება

    აუცილებელი მოთხოვნები:

    ** გაყიდვების მენეჯერის ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
    ** კარიერის მანძილზე უსაფრთხოების სისტემებში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
    ** უმაღლესი განათლება;
    ** რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა (ვერბალური, წერილობითი კომუნიკაცია);
    ** საოფისე პროგრამების საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა;

    ** Facebook Business Manager
    ** Facebook Ads Manager
    ** Facebook Insights
    ** Facebook Audiences
    ** Facebook Pixel
    ** YouTube Studio
    ** Google Analytics
    ** Google Ads Manager
    ** SEO & SEM

    პიროვნული თვისებები:

    ** შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა და წვრილმანებზე დაკვირვების უნარი;
    ** გუნდური მუშაობისთვის აუცილებელი უნარები (კომუნიკაბელურობა, შრომის განაწილება და ა.შ.)
    ** პუნქტუალურობა;
    ** სტრესულ და არასტანდარტულ სიტუაციაში და პირობებში მუშაობის უნარი;
    ** აკურატული, შინაგანად დისციპლინირებული
    ** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

    ანაზღაურება:

    ** სასურველი კანდიდატის შერჩევისას, გაფორმდება ორთვიანი საგამოცდო ვადით ხელშეკრულება, ანაზღაურებადი.
    ** საგამოცდო პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში, გაფორმდება ძირითადი შრომის ხელშეკრულება.

    რეზიუმეები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მეილზე: igaruchava@neotech.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი.

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები