გაყიდვების მენეჯერი

კომპანია: UniSoft
  • თარიღები: 01 მარ - 01 აპრ
  • მდებარეობა:
  • ენები: ინგლისური და რუსული
  • ომპანია "UniSoft"-ის ძირითადი მიმართულებაა ვებ სერვისების სრული პაკეტი (ვებ საიტების დამზადება, SEO ოპტიმიაზაცია, ანალიტიკა, ადმინისტრირება, სოციალური მარკეტინგი).კომპანია ანახლებს პოსტ-პანდემიის დროს მუშაობას და ეძებს ახალ გუნდს ახალი ძალებით ახალი მიღწევებისთვის!

    ვაკანსია: გაყიდვების მენეჯერი

    გეძებთ შენ თუ მეგობრობ ტექნოლოგიებთან, თუ გაქვს აქტიური მოსმენის უნარი და შეგიძლია სწორი შეკითხვების დასმა, ფიქრობ რომ გაყიდვები შენი პროფესიაა, გაქვს თვითმოტივაციის უნარი, შეგიძლია პროდუქტის ეფექტურად პრეზენტაცია.

    მოვალეობები:

    ** კომპანიის სერვისების შესწავლა
    ** პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთვის სერვისების შეთავაზება
    ** მოცემული ბაზებიდან კომპანიებთან დაკავშირება და ჩვენი სერვისების შეთავაზება
    ** მოლაპარაკების წარმოება
    ** შესრულებული სამუშაოს რეპორტის მომზადება
    ** არსებული ბაზების დამუშავება, ახალი მომხმარებლების მოძიება და ბაზების მუდმივი განახლება
    ** პოტენციური მომხმარებლებისთვის კონკრეტული შეთავაზების მომზადება და პრეზენტაციის ჩატარება
    ** შეკვეთის მიღება/დამუშავება
    ** განსაზღვრულ ვადაში გაყიდვების გეგმის შესრულება
    ** ყოველთვიურად შედეგების ანგარიშის მომზადება და წარდგენა

    მოთხოვნები:

    ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
    ** სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
    ** საოფისე პროგრამების ცოდნა

    პიროვნული მახასიათებლები:

    ** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული
    ** ანალიტიკური აზროვნების უნარები
    ** გუნდური მუშაობის უნარი
    ** კომუნიკაბელური
    ** მოლაპარაკების უნარი
    ** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი და დროის მართვა
    ** ორგანიზებულობა
    ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

    ანაზღაურება: ფიქსირებული 400 ₾ + ბონუსი შესრულებული გაყიდვების გეგმიდან საშუალოდ 600 ₾-დან (გაზრდის პერსპექტივით)
    სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკვები 11:00 - 18:00 სთ.

    ჩვენი ოფისები მდებარეობს დიღომში და დიდუბეში, სასურველია კანდიდატი ცხოვრობდეს მიმდებარე ტერიტორიაზე ან ახლოს.

    დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@unisoft.ge; გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

    გასაუბრებისათვის მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს.

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები