მარკეტინგის მენეჯერი

კომპანია: მალთივერს
  • თარიღები: 02 მარ - 31 მარ
  • მდებარეობა:
  • "მალთივერს"-ი კომპანიაა, რომელიც მაღალკვალიფიციურ და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტთა გუნდთან ერთად, სხვადასხვა ინდუსტრიაში მოქმედ ორგანიზაციებს მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს.

    "მალთივერს"-ი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

    ფუნქცია-მოვალეობები:

    ** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა, შემუშავება და განხორციელება;
    ** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიიდან გამომდინარე, მოკლე და გრძელვადიანი შესრულების გეგმის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა;
    ** კომპანიის ბაზარზე გასვლის და ცნობადობის უზრუნველყოფა;
    ** ბაზრის კვლევის წარმოება და ბაზარზე არსებული მოთხოვნების/გამოწვევების შესწავლა, აქტუალური საბაზრო ტენდენციების ანალიზი; გამოწვევებისა და შესაძლებლობების დადგენა და ანგარიშგება;
    ** პროდუქტების/ბრენდის ეფექტური წარმოჩენის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა, იდეების შემუშავება;
    ** პიარ მენეჯერთან ერთად, პიარ და სოციალური კამპანიის დაგეგმვაში მონაწილეობა, კამპანიის/კომუნიკაციის და შედეგების ეფექტურობის შეფასება და მენეჯმენტთან რეპორტინგი;

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის, სოც. მედია მენეჯმენტის, ბრენდინგის მიმართულებით);
    ** 5 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით;
    ** საბანკო/საფინანსო სფეროში მარკეტინგის/ბრენდინგის განვითარების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
    ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
    ** ინგლისური ენის ცოდნა (წერა, მეტყველება) - ძალიან კარგად;
    ** რუსული ენის კარგად ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

    უნარ-ჩვევები:

    ** კრეატიულობა და ინოვაციურობა;
    ** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
    ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
    ** დროის მენეჯემენტის უნარი;
    ** კომუნიკაბელურობა.

    სამუშაო ადგილი - ქ.თბილისი
    ანაზღაურება - შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე

    დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hrrecruitment.capital@gmail.com 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.

    გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.

    აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    08 მაი - 08 ივნ
    პოპულალური კომპანიები