დიზაინერი

კომპანია: გასგო მოტორსი
  • თარიღები: 04 მარ - 04 აპრ
  • მდებარეობა:
  • "გასგო მოტორსი" საქართველოში ჩამოყალიბდა. კომპანია გამოირჩევა როგორც ქსელური ფილიალებით, ასევე დისტრიბუციის ქსელით, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საქართველოს ნებისმიერ ადგილას აწვდის პროდუქციას. მას აქვს გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები ავტონაწილების მწარმოებლებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო საქართველოში ახდენს როგორც საცალო, ასევე საბითუმო რეალიზაციას. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მიკროავტობუსების პროდუქციის სრულ ასორტიმენტს, რის მიხედვითაც საქართველოს ბაზარზე ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი კომპანია სწრაფად პროგრესირებს, დღეს-დღეობით შესაძლებელი გახდა ჩვენს მომსახურეობაში ავტო ნაწილების სერვისის დამატებაც.

    პოზიცია: დიზაინერი

    სამუშაო განაკვეთი: 9:00-18:00, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
    ანაზღაურება: 600 ლარი.

    მოვალეობები:

    ** ავტო ნაწილებზე სურათების გადაღება, დამუშავება და მონაცემთა ბაზაში დამატება.
    ** გრაფიკულ პროგრამებში (Photoshop, Illustrator ან სხვა პროგრამებში) პროდუქციისთვის დიზაინის შექმნა.
    ** ბეჭდვითი და ელექტრონული მასალების დიზაინის მომზადება და კორექტირება.
    ** კომპანიის Facebook და ვებ გვერდზე სურათების განახლება.

    მოთხოვნები:

    ** სქესი: მამრობითი.
    ** ასაკი: 20-30 წელი.
    ** უნარები: დაკვირვებული, პასუხისმგებლიანი, თავაზიანი, პუნქტუალური, კრიტიკული აზროვნების მქონე, გუნდური მუშაობის და პრობლემებთან გამკლავების უნარი.

    უპირატესობად ჩაითვლება:

    ** კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა.
    ** ავტონაწილების ცოდნა
    ** საოფისე პროგრამების ცოდნა: Word, Excel, PowerPoint, Outlook.

    დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელფოსტაზე: kakha1989@hotmail.com და "Subject"-ში მიუთითოთ "დიზაინერი". სასურველია თან დაურთოთ თქვენი ფოტოსურათი.

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    08 მაი - 08 ივნ
    პოპულალური კომპანიები