პროექტის მენეჯერი

კომპანია: ამბერლა
  • თარიღები: 09 მარ - 31 მარ
  • მდებარეობა:
  • "ამბერლას" შესახებ: ორგანიზაცია მიზნად ისახავს ახალგაზრდების განვითარებას და ჩართვას მათი თემის პრობლემების გადაწყვეტის პროცესში, ახალგაზრდული სივრცეების შექმნითა და ახალგაზრდებში შესაბამისი კომპეტენციების გაძლიერების გზით. მიზნის მისაღწევად "ამბრელა" ახორციელებს აქტივობებს, როგორც ადგილობრივ და ეროვნულ, ასევე საერთაშორისო (ევროპულ) დონეზე, რათა მოხდეს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ახალგაზრდულ სფეროში.

    ჩვენი ძირითადი მიმართულება გახლავთ გარემოს დაცვა, ადამიანის უფლებები და დემოკრატიული ჩართულობა. ორგანიზაციის საქმიანობის სამიზნე აუდიტორია გახლავთ 13-17 და 18-30 წლამდე ახალგაზრდები.

    ჩვენი ვთანამშრომლობთ ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, ევროპის საბჭოს ევროპის ახალგაზრდული ფონდი, ევროკომისია ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში და ახალგაზრდობის სააგენტოსთან (საქართველო).

    მეტი ინფორმაცია ჩვენს შესახებ: https://www.umbrellageo.org/projectshttps://www.facebook.com/Umbrellageo

    პროგრამის შესახებ:

    წელს ჩვენ ვიწყებთ რამდენიმე მიმართულებით მუშაობას:

    ** მოხალისეობის განვითარება
    ** მედია რესურსის შექმნა
    ** ახალგაზრდული ბანაკები
    ** ახალგაზრდული სივრცეების შექმნა/განვითარება

    ამისთვის ვეძებთ მაქსიმუმ ხუთ ყველაზე მოტივირებულ, open minded და ნიჭიერ ადამიანებს ვინც გადაწყვეტს კარიერის დაწყებას/შექმნას ახალგაზრდულ სფეროში.

    მოგახსენებთ, რომ აღნიშნული საქმიანობების ხელფასი/შემოსავლები განსაზღვრულია მხოლოდ პროექტების ფარგლებში და არა სამუშაოს დაწყების ეტაპიდან.

    საქმიანობა:

    ახალგაზრდული სფერო გულისხმობს სხვადასხვა აქტივობების ჩატარებას, რომელშიც ჩართულები იქნებიან ახალგაზრდები. ამრიგად ვაკანსიით გათვალისწინებული საქმიანობა გულისხმობს:

    ** პროექტების წერას და მენეჯმენტს;
    ** სოციალური მედიის მართვას;
    ** მედია პროდუქტების შექმნას;
    ** საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ურთიერთობა;
    ** მოგზაურობა, სწავლა და მონაწილეობა სხვადასხვა ახალგაზრდულ ივენთებში საერთაშორისო დონეზე;
    ** ახალგაზრდული ცენტრების მხარდაჭერა;
    ** მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების მობილიზება.

    სასურველი კანდიდატი და უნარები:

    ** განათლებას სამუშაო გამოცდილებას არა აქვს მნიშვნელობა, თუმცა გამოცდილი ადამიანები უფრო კონკურენტუნარიანები იქნებიან;
    ** ინგლისური და ქართულ ენაზე საუბარი და აკადემიური წერა;
    ** სწავლის უნარი, რათა შეძლოს ისეთ რაღაცების სწავლა რაც აქამდე არ გაუკეთებია;
    ** კომუნიკაბელური, გუნდური და მეგობრული;
    ** კრეატიულობა და ინოვაციურობა;
    ** სოციალური პოზიტიური ცვლილებებისადმი დიდი სურვილი და აზარტი.

    დაინტერესებულებს შეუძლიათ განაცხადის ფორმის შევსება 31 მარტამდე, შემდეგ ბმულზე, https://forms.gle/1y8Gg8GkuV2ZHszD7

    განაცხადის შევსებამდე აუცილებლად უნდა უყუროთ ქვემოთ მოცემულ მოკლე (1-2 წუთიან) ოთხივე ვიდეოს:

    რა არის ახალგაზრდული სფერო: https://youtu.be/Wpyb5hTtEKs
    რატომ ახალგაზრდული სფერო: https://youtu.be/SJIW0OLQqR8
    რა უნარებს უნდა ფლობდეს სასურველი კანდიდატი: https://youtu.be/ib7iNGKu17c
    რის კეთება მოგიწევს და მომდევნო ნაბიჯები: https://youtu.be/kThZ38wZ6uI

    კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელფოსტაზე - ngoumbrellageo@gmail.com

    დასაქმება უფასოა და კანდიდატების მხრიდან რაიმე ხარჯებთან არ არის დაკავშირებული.

    გისურვებთ წარმატებას!

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები