გაყიდვების კონსულტანტი

კომპანია: დელთაესთეითი
  • თარიღები: 10 მარ - 10 აპრ
  • მდებარეობა:
  • კომპანია "დელთაესთეითი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

    "დელთაესთეითი" კომპანია დაკავებულია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული საქმიანობით.

    ძირითადი მოვალეობები:

    ** კომპანიისთვის პოტენციური კლიენტების მოძიება;
    ** პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება, კომპანიის საქმიანობის გაცნობა, სერვისების შეთავაზება;
    ** პოტენციურ კლიენტებთან უშუალო კავშირის დამყარება, შეხვედრის დანიშვნა, მოლაპარაკების წარმოება;
    ** კლიენტის შენარჩუნება და ხანგრძლივ ბიზნეს ურთიერთობაზე მუშაობა;
    ** მარკეტინგის მენეჯერთან ერთად კომპანიის ცნობადობის გაზრდაზე ზრუნვა.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
    ** MS Office პროგრამების ცოდნა;
    ** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
    ** უძრავი ქონების გაყიდვების სფეროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად.

    პიროვნული უნარები: აქტიური და მიზანზე ორიენტირებული.

    სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ჭაბუა ამირეჯიბის 6
    სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე.
    ანაზღაურება: ფიქსირებული, პლუს ბონუსი.

    ჩვენთვის სამუშაო გამოცდილებაზე მნიშვნელოვანია კანდიდატის ზრდისა და განვითარების მზაობა, ჩვენ გთავაზობთ საინტერესო სამუშაოს, ჩვენ ვეძებთ კადრს ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის.

    დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: silkroadforwarding@gmail.com. გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

    პოპულალური კომპანიები