გაყიდვების მენეჯერი

კომპანია: ვაბაკო
  • თარიღები: 10 მარ - 10 აპრ
  • მდებარეობა:
  • პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული ინოვაციების დარგში მოღვაწე კომპანია "ვაბაკო" ეძებს მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც დაგვეხმარება კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში. გთავაზობთ კრეატიულ, მეგობრულ და დინამიურ გარემოში პოტენციალის გამოვლენას, სადაც ჯანსაღი ინიციატივა და საქმის მაღალი ხარისხით შესრულება აუცილებლად ფასდება.

    ძირითადი მოვალეობები:

    ** ბრენდის სტრატეგიის ჩამოყალიბება;
    ** საკომუნიკაციო სტრატეგიის ჩამოყალიბება;
    ** კომუნიკაციის წარმართვა საკომუნიკაციო სტრატეგიისა და ბრენდის სტრატეგიის შესაბამისად;
    ** მარკეტინგული პროექტებისა და კამპანიების მართვა დაწყებიდან დასრულებამდე;
    ** კომუნიკაციის შედეგიანობის ანალიზი და პროცესში შესაბამისი კორექტირებების შეტანა.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში;
    ** არანაკლებ 3 წელი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება.

    პირობები:

    ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
    ** ანაზღაურება: 2,500-3,000 ლარი ხელზე

    ჯანმრთელობის დაზღვევა.

    "ვაბაკოში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "ვაბაკოს" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

    დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Marketing Manager.

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    08 მაი - 08 ივნ
    პოპულალური კომპანიები