გაყიდვების ოფიცერი

კომპანია: პაშა ბანკი
  • თარიღები: 13 მარ - 28 მარ
  • მდებარეობა:
  • "პაშა ბანკი" ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. "პაშა ბანკი" მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.
    2019 წელს ჩაეშვა "პაშა ბანკის" საცალო მიმართულების ქვებრენდი "RE|Bank".

    ჩვენ ორიენტირებული ვართ როგორც საკუთარ, ასევე ჩვენი კლიენტების წარმატებაზე და მათთან ურთიერთობისას ვცდილობთ ვიყოთ ორმაგად ყურადღებიანი. ჩვენი კლიენტების ინტერესი ჩვენი კორპორაციული სტრატეგიის ქვაკუთხედია და მიზნად ვისახავთ როგორც საკუთარი, ასევე მათი ბიზნესის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას - ახალი მწვერვალებისკენ, ერთად!

    ჩვენ გვჯერა, რომ ბანკის სიძლიერე მისი თანამშრომლების პროფესიულ ზრდასა და განვითარებაშია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი ყველაფერში რასაც ვაღწევთ გუნდურობითა და კეთილსინდისიერებით. ინოვაცია ჩვენი დნმ-ია, რომელიც უზრუნველყოფს ბანკის გაძლიერებასა და მომგებიანობას.

    შემოგვიერთდი - ახალი მწვერვალებისკენ, ერთად!

    "პაშა ბანკი" დაინტერესებულ და მოტივირებულ პირებს სთავაზობს გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე დასაქმებას გაყიდვების დეპარტამენტში.

    გთხოვთ, განცხადების სანახავად მიჰყვეთ ბმულს: https://www.pashabank.ge/ge/about-us/career/career-opportunities?n=1324

    განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 28 მარტი.

    დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები