გაყიდვების კონსულტანტი

კომპანია: Skinfood
  • თარიღები: 16 მარ - 16 აპრ
  • მდებარეობა:
  • ენები: ინგლისური და რუსული
  • კომპანია SKINFOOD არის კორეული კანის მოვლის და კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი, რომელიც დაარსდა 1957 წელს და მსოფლიოს მასშტაბით 5000 მაღაზიით ოპერირებს.

    კოსმეტიკური კომპანია SKINFOOD აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

    ძირითადი მოთხოვნები:

    ** უმაღლესი განათლება;(სასურველია)
    ** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება(სასურველია);
    ** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
    ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, მომხმარებლებთან კომუნიკაციის დონეზე;

    აუცილებელი უნარები:

    ** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
    ** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა;
    ** მოსმენა, შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება;
    ** შედეგზე ორიენტირებულობა;

    ძირითადი მოვალეობები:

    ** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა
    ** კლიენტებთან კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შეთავაზება;
    ** მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ განლაგება;
    ** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ;
    ** გაყიდვების გეგმების შესრულება.

    სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე, აბაშიძის ქუჩა

    გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: marketing@imperialholdings.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - გაყიდვების კონსულტანტი.

    კომპანია "სკინფუდში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "სკინფუდის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები