სოციალური მედიის მენეჯერი

კომპანია: Digital Marketing House
  • თარიღები: 16 მარ - 16 აპრ
  • მდებარეობა:
  • "Digital Marketing House" - არის მარკეტინგული კომპანია, რომელიც ციფრულ მარკეტინგულ მომსახურებას უწევს სხვადასხვა ბიზნეს სექტორში მოღვაწე კომპანიებს, ეხმარება ციფრულ სამყაროში ღირსეული ადგილის დამკვიდრებასა და განვითარებაში.

    ვეძებთ გამოცდილ სოციალური მედიის მენეჯერს.

    მოვალეობები:

    ** ინტერნეტ სივრცეში სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და მონიტორინგი;
    ** დამკვეთის სოციალური მედიის პლატფორმების მართვა/კონტენტის მომზადება (გუნდთან ერთად);
    ** ციფრული მარკეტინგის კამპანიების დაგეგმვა ყველა შესაძლო ციფრული არხის გამოყენებით;
    ** მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის და ონლაინ ტრეფიკის მონიტორინგი, ანალიზი და რეპორტინგი;
    ** ციფრული მარკეტინგის ტექნოლოგიური სიახლეების და ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და შემდგომი გამოყენება;
    ** ციფრული მარკეტინგის მიმართულებით პროექტების მართვა;
    ** ციფრული არხების ანალიტიკა;
    ** არსებულ პარტნიორებთან შეხვედრა და აქტიური კომუნიკაციის დამყარება.

    მოთხოვნები:

    ** გამოცდილება: სასურველია სამუშაო გამოცდილება 1 წელი აღნიშნულ პოზიციაზე
    ** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი;
    ** სფერო: სასურველია მარკეტინგი, ინფორმაციული ტექნოლოგიები;
    ** ენები: ქართული - ძალიან კარგი, ინგლისური კარგად, რუსული სამომხმარებლო დონეზე.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** აუცილებელია: Facebook ads/business Manager -ის მაღალ დონეზე ცოდნა.
    ** სასურველია: Google Analytics, Google Ads -ის ცოდნა.
    ** თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტრენდების ცოდნა ციფრულ მარკეტინგში.
    ** კრეატიული და გუნდურად მომუშავე.

    უნარები:

    ** დროის ეფექტურად მართვის უნარი
    ** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
    ** გუნდურად მუშაობის უნარი
    ** შემოქმედებითი აზროვნება
    ** ანალიტიკური აზროვნების უნარი

    პირობები:

    ** სამუშაო საათები - 10:30 - 18:00, შაბათს: 10:30 - 15:00. კვირა დასვენების დღეა
    ** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (საშუალოდ 600-900 ლარი)

    დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ნამუშევრები მისამართზე: vacancy.dmh@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    16 სექტემბერი- 16 ოქტომბერი
    პოპულალური კომპანიები