კონსულტანტი

  • თარიღები: 16 მარ - 16 აპრ
  • მდებარეობა:
  • შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
    2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ის ტერიტორიაზე.

    ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე დიდი დიღმის ფილიალში.

    ძირითადი მოვალეობები:

    ** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია;
    ** კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის;
    ** მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
    ** საქონლის მიღებაში მონაწილეობა - პროდუქციის გახსნა, აწყობა, დაკომპლექტება, მახასიათებლების შემოწმება;
    ** დახლებზე და თაროებზე პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება;
    ** დარბაზში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი, პროდუქციის შევსება, პროდუქციის შეკვეთის აუცილებლობის შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება;
    ** ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების დროულად შესრულება.

    პიროვნული თვისებები:

    ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
    ** პუნქტუალურობა;
    ** დისციპლინირებულობა;
    ** კომუნიკაბელურობა;
    ** გუნდური მუშაობის უნარი.

    პირობები:

    ** გრაფიკი: 3 დღიანი სამუშაო სმენა (3 დღე მუშაობა, 3 დღე დასვენება);
    ** ისთფოინთის ფილიალი: 09:00-22:00;
    ** დიდი დიღმის ფილიალი: 09:00-21:00;
    ** ანაზღაურება: 500 ლარი + ბონუსი;
    ** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).

    შერჩევის ეტაპები:

    ** CV-ის გადარჩევა
    ** ტესტირება
    ** გასაუბრება

    თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

    თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

    გისურვებთ წარმატებებს!

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები