ბუღალტერი

  • თარიღები: 19 მარ - 31 მარ
  • მდებარეობა:
  • ენები: ინგლისური და რუსული
  • საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "ეიჯი ინთერნეიშენელ კონსალთინგი", (hwww.agic.ge) წარმოადგენს საერთაშორისო ასოციაცია Prime Global-ის წევრს საქართველოში, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი ასოციაციების სამეულში შედის და გააჩნია წარმომადგენლობა 90-ზე მეტ ქვეყანაში (www.primeglobal.net).

    კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

    მოვალეობები:

    ** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
    ** საგადასახადო დეკლარაციების შევსება;
    ** სააღრიცხვო პროგრამაში მონაცემების შეყვანა;
    ** ფინანსური რეპორტინგის მომზადება;
    ** დამხმარე ბუღალტრის ზედამხედველობა.

    მოთხოვნები:

    ** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
    ** განათლება: ეკონომიკური;
    ** საბუღალტრო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება (ზედნადებები, ფაქტურები) RS.ge-ზე;
    ** კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel) ცოდნა;
    ** საბუღალტრო პროგრამები Oris, Balance-თან მუშაობის გამოცდილება;
    ** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა.

    პიროვნული თვისებები:

    ** გამორჩეული კომუნიკაციის უნარი;
    ** კრეატიული, აქტიური და გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
    ** ორგანიზებული და დეტალზე ორიენტირებული;
    ** პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები;
    ** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული.

    მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@agic.ge 2021 წლის 31 მარტამდე. ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში უნდა მიუთითოთ "ბუღალტერი".

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები