ანალიტიკოსი

  • თარიღები: 19 მარ - 31 მარ
  • მდებარეობა:
  • სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

    "თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

    სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე.

    ჩვენ გთავაზობთ:

    ** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
    ** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
    ** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

    ძირითადი მოვალეობები:

    ** მონაცემების დამუშავება და შესაბამისი რეპორტების მომზადება, როგორც სისტემური, ისე ერთჯერადი;
    ** არსებული რეპორტების ოპტიმიზაცია და ბიზნესის მიერ მოთხოვნილი რეპორტების აგება;
    ** საბონუსე სქემების ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება, ასევე, შიდა და გარე ბონუსების კალკულაცია;

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** უმაღლესი განათლება
    ** სასურველია ანალიტიკური მიმართულებით 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
    ** სავალდებულოა ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
    ** სავალდებულოა Microsoft Excel-ის უმაღლეს დონეზე ცოდნა;
    ** სასურველია Microsoft Power BI-ის საშუალო დონეზე ცოდნა;

    პიროვნული უნარ-ჩვევები:

    ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
    ** ანალიტიკური აზროვნება;
    ** პრობლემის გადაჭრის უნარები;
    ** პრეზენტაციის მომზადებისა და წარდგენის უნარი;
    ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
    ** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

    ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ანალიტიკოსი".

    სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

    თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

    ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313;
    ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge

    გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

    ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
    ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით.
    იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

    სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები