Coffee Shop-ების ქსელი "კოფისტა" აცხადებს ვაკანსიას ობიექტის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია "კოფისტა" სტაბილურად მზარდი ქართული ბრენდია, რომელიც დაარსდა 2015 წელს წარმოდგენილია 1 რესტორნითა და 8 "coffee shop"-ით.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: https://www.facebook.com/coffeestaGeo/
გრაფიკი: ყოველ დღე, ცვლები
სამუშაო საათების რაოდენობა კვირაში: 40 საათი
ფუნქცია-მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტის პერსონალის მართვა (ბარისტა-მიმტანი, დიასახლისი)
** ობიექტზე პერსონალის მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთიკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი.
** სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი;
** პროდუქციის დროული შეკვეთა სხვადასხვა მომწოდებელთან.
** საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად;
** არსებულ პროგრამაში ტექნიკური სამუშაოების ჩატარება/კონტროლი:ზედნადებების მიღება, პროდუქციის ჩამოწერა, წუნდებული პროდუქციის არსებობის შემთხვევაში მისი უკან მიბრუნება და პროგრამაში შესაბამისი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება.
** დახლებზე განთავსებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი, სავაჭრო დარბაზში უხარისხო, ვადაგასული და წუნდებული საქონლის არსებობის თავიდან აცილების მიზნით;
** სალაროს წარმოება - მოლარის სამუშაო ცვლის ბოლოს სალაროში არსებული თანხის მითვლა, ნაშთების კონტროლი და შენახვა დადგენილი წესების გათვალისწინებით და დაცვით;
** მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის სტანდარტის შესაბამისად.
** სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერის (ინვენტარიზაციის) ჩატარება კვირაში ერთხელ და თვის ბოლოს.ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამაში შეყვანა.
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება
** კომპანიის მფლობელობაში არსებული გასაყიდი პროდუქციის რეალიზაცია.
** მომხმარებელთან შეხვედრა და მომსახურება - შეკვეთის აღება-მომზადება, ბარზე განთავსება.
უნარ-ჩვევები:
** ენერგიული
** აქტიური
** პუნქტუალური
** შრომისმოყვარე
** ყურადღებიანი და მობილიზებული
** ლიდერი
** არსებულ ხარვეზების აღმოფხვრაზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@coffeesta.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.