ონლაინ-გამოცემა On.ge ეძებს ციფრული ნიჭით დაჯილდოებულ და გამოცდილ ადამიანს, რომელიც ჩვენს გუნდს შეუერთდება და On.ge-ს სხვადასხვა არხებში ორიგინალური კონტენტის შექმნაზე იზრუნებს.
პოზიცია: სოციალური მედიის მენეჯერი
მოვალეობები:
** On.ge-ს ციფრული არხების (Facebook, Instagram, Clubhouse, Tiktok, Twitter და ა.შ.) ზრდა და მათი განვითარების ახალი გზების შემუშავება.
** რედაქციებთან თანამშრომლობით და მათი საჭიროებების გათვალისწინებით Facebook გვერდებისთვის, ჯგუფებისთვის, ინსტაგრამისთვის და სხვ. კონტენტის შექმნა და დისტრიბუცია, დიზაინერის, მულტიმედია პროდიუსერისა და ჟურნალისტების ჩართულობით.
** ჩართულობის გამომწვევი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება (გათამაშებები, Giveaway-ები, Live ჩართვების ორგანიზება ჯგუფებში და ა.შ.).
** On.ge-ს აუდიტორიის გაფართოება - ახალი პლატფორმების ათვისება.
** Facebook რეკლამის მენეჯმენტი.
** სტატისტიკის ანალიზი, შედეგების რეპორტინგი.
მოთხოვნები:
** სოციალურ მედიაში მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;
** ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** დამოუკიდებლად მუშაობის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
უპირატესობად ჩაითვლება:
** მედიაში მუშაობის გამოცდილება;
** სარეკლამო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად, ეტაპობრივი ზრდის პერსპექტივით.
რას გთავაზობთ ჩვენ?
** გუნდს, სადაც მუდამ ზრუნავენ შენს პროფესიულ განვითარებაზე;
** შესაძლებლობას, გამოსცადო თავი მრავალი ახალი მიმართულებით;
** გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, ჯანმრთელობის დაზღვევას და წამახალისებელ სისტემაში ჩართვას. ** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი).
თუ შენს თავს On.ge-ში ხედავ, გამოგვიგზავნე CV ელ. ფოსტის მისამართზე: hr@on.ge და წერილის "Subject"-ში მიუთითე "სოციალური მედიის მენეჯერი."
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 28 მარტი.