კომპანია აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა;
** ფინანსური ანგარიშგების სიზუსტეზე პასუხისმგებლობა;
** საბანკო ოპერაციების წარმოება და კონტროლი;
** რეპორტების მომზადება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების გაანგარიშება / საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა.
** მთავარი ბუღალტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** პროგრამა ბალანსში მუშაობის გამოცდილება;
** Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით Excel) ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშების მომზადების უნარი;
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr.companyvacancies@gmail.com და სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.