ბიზნესის განვითარების მენეჯერი

კომპანია: My.ge
  • თარიღები: 29 მარ - 29 აპრ
  • მდებარეობა:
  • My.ge, რომელიც ქართულ ინტერნეტ ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი ქვებრენდებით: www.myauto.ge, www.mymarket.ge, www.myhome.ge, www.myparts.ge, www.myjobs.ge, www.myshop.ge www.myads.ge , www.myjobs.ge, www.mysport.ge, გეძებს შენ, ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

    თუ მუდმივად მზად ხარ გამოწვევებისთვის, სიახლეების მისაღებად და რა თქმა უნდა, განვითარებისთვის იმ ინდუსტრიაში, რომელიც პანდემიამაც კი ვერ შეაჩერა, გელით ყველაზე მოთხოვნად ციფრული ინდუსტრიის სფეროში შენი იდეებით, ყველაზე ენერგიულ, ჰიპერაქტიურსა და ინოვაციურ გუნდში.

    ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი
    ანაზღაურება : განისაზღვრება 2000-4000 ლარის შუალედში (ხელზე ასაღები)
    სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;
    სამუშაო დღის დასაწყისი: 10:00-დან 19:00-საათამდე;
    სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 8 საათი + 1 საათი დასვენება;
    შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე) + 6 უქმე დღე წელიწადში.

    ფუნქცია-მოვალეობები:

    ** პროექტის დაგეგმვა და მენეჯმენტი
    ** ბიზნესის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიის განსაზღვრა, შემუშავება და განხორციელება;
    ** სტრატეგიული ხედვიდან და ბიზნესის საერთო სურათიდან გამომდინარე, მიზნებისა და ამოცანების დასახვა მისი განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით;
    ** ბიზნესის განვითარებისა და ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სტრატეგიაში შესაბამისი ოპერაციული ცვლილებების შეტანა;
    ** პერიოდულად ბაზრის ანალიზი, კონკურენტული უპირატესობის მოპოვებისა და შესაძლებლობის დადგენის მიზნით;
    ** საქმიანობის შედეგების მუდმივი მონიტორინგი, ბიზნეს მოდელთან პროდუქტის განვითარების შესაბამისობის დადგენის მიზნით;
    ** საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსების განსაზღვრა;
    ** ბიუჯეტირება და ფინანსური მიზნების განსაზღვრა;
    ** გუნდის ჩამოყალიბების მიზნით რეკრუტინგში მონაწილეობა და ახალი წევრებისთვის onboarding-გეგმის შედგენა;
    ** გუნდის მოტივაციის ზრდასა და მათ პროდუქტიულობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
    ** გუნდის წევრების მიერ შესრულებული დავალებების მონიტორინგი;
    ** პროექტის განვითარებაში ჩართული ჯვარედინი ჯგუფების მართვა და მათთან მუდმივი კომუნიკაცია;
    ** ახალი ინოვაციური სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების დანერგვისკენ მუდმივი სწრაფვა;
    ** გუნდის წევრებთან ერთად მუდმივად იზრუნოს პროფესიულ განვითარებაზე, გაეცნოს მოცემულ სფეროში მიმდინარე ცვლილებებს, დაესწროს ვორქშოფებს, სემინარებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებს.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, პროექტების მენეჯმენტსა ან მონათესავე დისციპლინაში;
    ** ბიზნესის განვითარების, პროდუქტის განვითარებისა და პროექტების მართვის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
    ** ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
    ** სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება.

    პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები;

    ** კარგი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
    ** კარგი ინტერპერსონალური უნარები;
    ** პრობლემების იდენტიფიცირება, ანალიზი და მისი გადაჭრის გზების მოძიების.
    ** მოქნილობა და ტაქტიკური მიდგომა საქმისადმი;
    ** კარგი ლიდერული უნარები;
    ** პროექტის დედლაინებში მართვა და დროის მენეჯმენტის;
    ** კომპლექსური დავალებების მართვა და მულტითასკინგი;
    ** საქმისადმი ინოვაციური მიდგომა და მუდმივად სიახლეების ძიების უნარი;
    ** ანალიზისა და რისკების შეფასების უნარი;
    ** დელეგირების უნარი.

    ბენეფიტები, რომელსაც კომპანია სთავაზობს:

    ** საპენსიო დანაზოგის 4%;
    ** ჯანმრთელობის დაზღვევა;
    ** ფიტნეს აბონემენტის ღირებულების 50%;
    ** Fitpass (რომელიც მოიცავს სხვადასხვა ფიტნეს დაწესებულებას);
    ** სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე კურსების ღირებულება.

    დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@my.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

    თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური

    მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები