უძრავი ქონების სააგენტო "UPhome" აცხადებს ვაკანსიას ბროკერის პოზიციაზე.
"UPhome" არის ახალი კომპანია უძრავი ქონების სფეროში, რომელიც ბევრი სიახლით და თანამედროვე მიდგომებით გამოდის ბაზარზე. "UPhome"-ის უძრავი ქონების სააგენტოს ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად ესაჭიროება, როგორც გამოცდილი ასევე გამოუცდელი, მოტივირებული და მიზანდასახული კადრები, რომლებიც მზად არიან გამოწვევებისთვის, სიახლეებისთვის და ენერგიული მუშაობისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კრეატიულობა
** მიზანდასახულობა
** მუდმივად განახლებისა და განვითარების სურვილი
** მზადყოფნა შემეცნებისთვის, იმ შემთხვევაშიც კი თუ გამოცდილება დიდია
** ოპტიმისტური და პოზიტიური ხედვები
** გაყიდვების უნარი
** Microsoft-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი
რას გთავაზობთ ჩვენ:
** მაღალ საკომისიო ანაზღაურებას: 1000-დან 5000-მდე ლარის ოდენობით
** ტრენინგებსა და "თიმბილდინგის" აქტივობებს
** კარიერულ განვითარებას
** მეგობრულ და მხიარულ ატმოსფეროს
** ყოველდღიურ სიახლეებსა და რუტინის უარყოფას
** გაყიდვების უნარის დახვეწასა და განვითარებას
** პროგრესს
სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
სამუშაო საათები: 12:00-დან 20:00-მდე
ადგილმდებარეობა: თბილისი, ქავთარაძის 27ა
თუ ფიქრობ, რომ შენი ყოველდღიურობა ჩვენი გუნდის წევრობით დადებითად შეიცვლება მაშინ დაგვიტოვე CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infouniprogeo@gmail.com. (subject)-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "უძრავი ქონების აგენტი/ბროკერი"