ოფისის მენეჯერი

კომპანია: სენა აუტო
  • თარიღები: 02 აპრ - 02 მაი
  • მდებარეობა:
  • ენები: ინგლისური და რუსული
  • "სენა ავტო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

    ფუნქციები და მოვალეობები:

    ** შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის და დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
    ** ადმინისტრაციის და მენეჯმენტის დროის ორგანიზება: შეხვედრების დანიშვნა, გადადება ან/და გაუქმება;
    ** მითითებული ინფორმაციის გავრცელება ორგანიზაციის შიგნით ან/და გარეთ;
    ** შემოსული მომხმარებლის დახვედრა და მათი მიმართვა;
    ** საჭიროების მიხედვით გასაგზავნი წერილების შედგენა/თარგმნა/კორექტირება;
    ** საოფისე-საკანცელარიო და სხვა ნივთების კონტროლი, შესყიდვები და ანგარიშსწორება;
    ** ოფისის პერსონალის, საქმიანობის კონტროლი და კოორდინაცია;
    ** ბიზნეს შეხვედრების ორგანიზება და თარგმნა;
    ** მივლინებების ორგანიზება;
    ** მიწოდებული ტექსტის დაბეჭდვა ან/და ქსეროასლების გადაღება.

    მოთხოვნები:

    ** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
    ** უმაღლესი განათლება;
    ** ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
    ** დოკუმენტაციასთან და კორესპონდენციასთან მუშაობის ცოდნა;
    ** ოფისის საქმიანობის ადმინისტრირების მაღალ დონეზე ცოდნა;
    ** საქმიანობის ორგანიზების უნარი და ცოდნა;
    ** დროის სწორი განაწილების და საქმიანობებისთვის პრიორიტეტის სწორად მინიჭების უნარი;
    ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
    ** კომუნიკაბელურობა;
    ** დისციპლინირებულობა და ორგანიზებულობა;
    ** სტრესული სიტუაციების მიმართ მდგრადობა;
    ** გუნდური მუშაობის უნარი.

    დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე office@senamotors.com.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები