ფრანგული პრემიუმ ბრენდების ერთ-ერთი უმსხვილესი დისტრიბუტორი და რითეილერი - საერთაშორისო კომპანია "ოდეონი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბიზნესის განვითარების მიმართულებით პროექტების დაგეგმვა, მართვა და შესრულების მუდმივი შეფასება;
** ბიზნეს საჭიროებიდან გამომდინარე, კომპანიის განვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებული ახალი პროექტების ინიცირება;
** პროექტის ვადების განსაზღვრა, გუნდში პასუხისმგებლობების განაწილება, პროექტის მსვლელობის მონიტორინგი;
** რისკების განსაზღვრა, ბიუჯეტირება და ხარჯების კონტროლი;
** დათქმულ ვადებში პროექტის დასრულების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 3-წლიანი მუშაობის გამოცდილება პროექტის მენეჯმენტის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, PowerPoint, Project).
** ფრანგული ენის ცოდნა (დამატებით ინგლისური ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.
** ანალიტიკური აზროვნება;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** კრეატიულობა;
** დროის ეფექტური მენეჯმენტი.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** კონკურენტული ანაზღაურება;
** კომფორტული, მეგობრული სამუშაო გარემო;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ. ფოსტის მისამართზე: odeoni.rec@gmail.com და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.