დეველოპერული კომპანია "პალმთაუერსი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
** კორესპონდენციის წარმოება;
** ფოსტის მიღება-გაგზავნა;
** საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, შეხვედრების დაგეგმვა;
** კომპანიაში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, გადამისამართება
** ყოველდღიური სამუშაოს დაგეგმვა, ორგანიზება;
** ყოველდღიურ დოკუმენტაციასთან მუშაობა, საქმის წარმოება;
** შემოსული მომხმარებლების დაკვალიანება;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურში
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Internet and E-mail);
პიროვნული თვისებები:
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო საათები და სახელფასო განაკვეთი განიხილება ინდივიდუალურად.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავისი რეზიუმე(CV) და ფოტო ელ.ფოსტის მეშვეობით: info@palmtowers.ge