პროდუქციის მენეჯერი

კომპანია: არტფარმა
  • თარიღები: 05 აპრ - 05 მაი
  • მდებარეობა:
  • ენები: ინგლისური და რუსული
  • ფარმაცევტული კომპანია "არტფარმა" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მენეჯერის თანამდებობაზე.

    აუცილებელი მოთხოვნები:

    ** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
    ** ფარმაცევტულ კომპანიაში პროდუქციის მენეჯერის თანამდებობაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
    ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულო);
    ** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულო);

    პიროვნული უნარები:

    ** ლიდერული თვისებები; დროის ეფექტურად მართვის უნარი; გამართული მეტყველება;
    ** პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა;
    ** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
    ** ორგანიზებულობა; პროექტის მართვის უნარი;
    ** სტრატეგიული ხედვა, დაგეგმვის ანალიზის უნარი;
    ** სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა.

    ფუნქციები და მოვალეობები:

    ** კონკურენტებისა და სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების იდენტიფიცირება;
    ** გაყიდვების სტიმულირებისათვის საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავება;
    ** ბაზარზე პროდუქტის ცნობადობის და პროდუქტზე მოთხოვნის ზრდის უზრუნველყოფა;
    ** გაყიდვების პერსონალის დატრენინგება; პროდუქტის შესახებ სიახლეების მუდმივი მიწოდება;
    ** გაყიდვების პერსონალის კოორდინირება სამუშაო გეგმის განხორციელების მიზნით;
    ** საკომუნიკაციო არხების მონიტორინგი და მათი ეფექტური გამოყენების კონტროლი;
    ** ღონისძიებათა დაგეგმვა/განხორციელება; პროდუქტის დანერგვა/განვითარება;
    ** ვიპ კლიენტებთან, კომპანიის ოპლ-თან ურთიერთობა.

    სამუშაო პირობები:

    ** საწყისი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე;
    ** გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ კანდიდატს ვთავაზობთ მზარდ ანაზღაურებას და ბონუსურ სისტემას;
    ** სატრანსპორტო ხარჯები და სოციალური პაკეტი - კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა.
    ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ და მუშა გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

    გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები. განიხილებიან მხოლოდ კანდიდატები ფარმაცევტული სფეროდან.

    დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტო-სურათით (ფოტო-სურათის გარეშე CV არ განიხილება), მისამართზე: vacancy@artpharma.ge და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

    ფარმაცევტული კომპანია "არტფარმა" დაარსდა 2014 წელს და მისი მთავარი მიზანია, გაზარდოს თერაპიული უსაფრთხოების სტანდარტები და უმაღლესი ხარისხის მედიკამენტები გახადოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. "არტფარმა" საქართველოში წარმოადგენს წამყვან ევროპულ ფარმაცევტულ კომპანიებს. კომპანიის სტრატეგია მოიცავს ჯანმრთელობაზე ზრუნვის თანამედროვე მოდელის შექმნასა და დამკვიდრებას საქართველოს ფარმაცევტულ სფეროში.

    კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს http://artpharma.ge/ და https://www.facebook.com/artpharma.ge/

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები