მოლარე - კონსულტანტი

კომპანია: SPAR Georgia
  • თარიღები: 05 აპრ - 05 მაი
  • მდებარეობა:
  • საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

    "SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

    მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

    "SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი - აცხადებს კონკურსს მოლარე-კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე.

    სამუშაო ადგილი: დიღომი, გლდანი
    კატეგორია: გაყიდვები,
    სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში)
    ანაზღაურება: 500-550 ლარი

    ასაკი: შეზღუდული არ არის (აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი)

    მოვალეობები:

    ** თაროების შევსება;
    ** მომხმარებელთან კომუნიკაცია და სექციებში არსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
    ** პროდუქციის ხარისხის, ვარგისიანობის და ფასმაჩვენებლის სისწორის მუდმივი შემოწმება;
    ** დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
    ** სალაროს ოპერაციების წარმოება;
    ** სისუფთავეზე ზრუნვა;
    ** თავაზიანი დამოკიდებულება და პოზიტიური განწყობის შექმნა.

    ბენეფიტები:

    ** 50%-იანი ფასდაკლება "სპარის" წარმოებულ მზა საკვებზე;
    ** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
    ** წამახალისებელი აქტივობები.

    დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: pirveli.lk@gmail.com ან დაგვირეკეთ ნომერზე: 577 06 78 88
    და სათაურის ველში - "Subject" გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "მოლარე-კონსულტანტი".

    დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები