მარკეტერი

კომპანია: ზღაპარი
  • თარიღები: 05 აპრ - 02 მაი
  • მდებარეობა:
  • მაღაზიათა ქსელი "ზღაპარი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტერის პოზიციაზე

    ჩვენ ვეძებთ: კრეატიული აზროვნების, ინდივიდუალური ხედვის, შემოქმედებითი უნარის მქონე ადამიანს, ვისაც უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მზადაა განვითარდეს სტაბილურად ჩვენს კომპანიაში.

    ძირითადი მოვალეობები:

    ** მარკეტინგული საქმიანობის სრული სპექტრის დაგეგმვა, განხორციელება, კონტროლი კომპანიის სტრატეგიული გეგმების შესაბამისად.
    ** კომპლექსური მარკეტინგული აქტივობების (სარეკლამო, PR და სხვა) განხორციელება, ვადებისა და ბიუჯეტის კონტროლი;
    ** კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების მართვა;
    ** საქმიანი შეხვედრების, ღონისძიებების ფოტო-ვიდეო გადაღების ორგანიზება.
    ** მის კომპეტენციას დაქვემდებარებულ საკითხებთან დაკავშირებით კორესპონდენციის მართვა;
    ** საინფორმაციო სააგენტოებთან და მასობრივი მედიის საშუალებებთან თანამშრომლობა;
    ** სარეკლამო და სხვა ტიპის აქტივობების ანალიზი, შედეგების კვლევა;
    ** კონკურენტი კომპანიების მარკეტინგული საქმიანობის მონიტორინგი;
    ** გარე და შიდა ანგარიშების მომზადება დადგენილი წესის მიხედვით;
    ** მომხმარებლის კვლევის ორგანიზება/მიღებული შედეგების განხილვა-ანალიზი.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** გამოცდილება მარკეტინგის, პიარის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, Facebook ადმინისტრატორის პოზიციაზე.
    ** გავლილი პროფესიული ტრეინინგები ჩაითვლება პრიორიტეტად.
    ** სასურველია Photoshop-ის ფლობა.

    სამუშაო პირობები:
    ** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად ურთიერთშეთანხმებით.
    ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი )
    ** სამუშაო ადგილი: ვაზისუბანი შანდორ პეტეფის 39

    ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა არაუგვიანეს 2021 წლის 2 მაისისა გამოგვიგზავნეთ ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@zgapari.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მარკეტერი".

    კანდიდატების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: ონლაინ და ვერბალურად გასაუბრების საფუძველზე.

    ჩვენ მზად ვართ გაქციოთ ჩვენი გუნდის წარმატებულ წევრად. შემოგვიერთდით!

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები