ოპერაციების მენეჯერი

კომპანია: GeoSilkRoad
  • თარიღები: 06 აპრ - 15 აპრ
  • მდებარეობა:
  • ენები: ინგლისური და რუსული
  • კომპანია "ჯეოსილქროუდი" კონსულტირებას უწევს კომპანიებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისთვის, რაც გულისხმობს მეწარმეთა ხელშეწყობას სხვადასხვა საჭირო ნებართვის მისაღებად, სამთავრობო და კერძო პროექტების მოზიდვას, საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან ურთიერთობასა და კანონიერი და ჯანსაღი კონკურენციის გზით ადგილობრივ ბაზარზე წარმატების მიღწევას! კომპანიის გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისაგან, რომლებიც მუდამ მზად არიან შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის! კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას იხილავთ: https://geosilkroad.company/en/

    კომპანია ეძებს ენთუზიაზმით სავსე და ახალი გამოწვევებისთვის მიმართ მაღალი მიმღებლობით გამორჩეულ ადამიანს - გუნდის ახალ წევრს ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე.

    ოპერაციების მენეჯერის მოვალეობები:

    ** კომპანიის საოპერაციო პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება და განხორციელება
    ** პროექტების ადმინისტრაციული მენეჯმენტის განხორციელება
    ** პროექტების ბიუჯეტირების კონტროლი, ანგარიშგება, დაგეგმვა
    ** პროექტში ჩართულ მხარეებთან შესაბამისი კომუნიკაცია
    ** პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მხარეებთან წერილობითი კომუნიკაცია, მათ შორის ოფიციალური მიმოწერის წარმოება (სახელმწიფო უწყებები, კერძო მეწარმეები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვა)
    ** პროექტების განხორციელებისთვის საჭირო სხვა შესაბამისი დოკუმენტების გამართულად წარმოება
    ** ორგანიზაციაში პროექტების შემოსვლიდან მის აღსრულებამდე პროცესების სრულფასოვნად და უხარვეზოდ წარმართვა.

    ოპერაციების მენეჯერის მოთხოვნები:

    ** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირებისა და/ან იურიდიულ სფეროში
    ** გამოცდილება ადმინისტრაციული საქმიანობის მენეჯმენტში, ოპერაციებსა და/ან პროექტების მართვაში
    ** ზოგადი ფინანსების და ბიუჯეტის, მათ შორის მოგება-ზარალის, ბალანსის და ფულადი სახსრების მოძრაობის მენეჯმენტის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
    ** მენეჯერებს, პარტნიორებსა და თანამშრომლებს შორის კონსენსუსის და ურთიერთობების დამყარების - სწორი კომუნიკაციის უნარი
    ** ვერბალური კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი
    ** აკადემიური წერის შესანიშნავი უნარი, როგორც ქართულად, ასევე რუსულ და ინგლისურ ენებზე
    ** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და საკომუნიკაციო)
    ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
    ** სტრესულ გარემოში ეფექტურად ადაპტირების უნარი
    ** დეტალებზე ორიენტირებული

    სამუშაო პირობები:

    ** ანაზღაურება განისაზღვრება შერჩეული პირის კვალიფიკაციის შესაბამისად
    ** სამუშაო დრო: სრული განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე

    დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gsr.ge; გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ოპერაციების მენეჯერი".

    კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები