უფროსი გაყიდვების მენეჯერი

  • თარიღები: 06 აპრ - 06 მაი
  • მდებარეობა:
  • კომპანია "ლოჯისტიქსვაიზი" (http://www.logisticswise.ge) აცხადებს ვაკანსიას უფროსი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

    "ლოჯისტიქსვაიზი" არის ახალგაზრდა გუნდის მიერ დაკომპლექტრებული სტარტაპ კომპანია, რომელიც საქართველოში არსებულ ონლაინ მაღაზიებს სთავაზობს საწყობისა და საკურიერო სერვისის სრულ აუთსორსინგს.

    ფუნქცია მოვალეობები:

    ** ყოველდღიურ რეჟიმში ახალი მომხმარებლების მოძიება, ბაზების შექმნა და მუდმივი განახლება;
    ** კომპანიის მომსახურების და პროდუქციის გაცნობა პოტენციური კლიენტებისთვის;
    ** კორპორატიულ კლიენტებთან აქტიური ურთიერთობა, შეხვედრებით, სატელეფონო საუბრებით და ელექტრონული მიმოწერით;
    ** გაყიდვების ყოველკვირეული გეგმის დაგეგმვა;
    ** დაქვემდებარებული კადრების მართვა, კოორდინირება და მონიტორინგი;

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** გაყიდვების /კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში გამოცდილება;
    ** უპირატესად ჩაითვლება სასაწყობე სფეროში გაყიდვების გამოცდილება;
    ** MS Office სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
    ** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი

    პიროვნული თვისებები:

    ** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
    ** ორგანიზებულობა;
    ** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
    ** მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
    ** პრეზენტაბელურობა;
    ** ვადებში მუშაობის უნარი;
    ** სამუშაო განაკვეთი: დისტანციური
    ** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

    დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე elizbar@logisticswise.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და მინიმალური სასურველი ანაზღაურება.

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები