კონსულტანტი

  • თარიღები: 06 აპრ - 06 მაი
  • მდებარეობა:
  • შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია 1961 წელს დაარსდა, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიაციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორცპროდუქტს. კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი. ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: http://www.vake.ge/ და https://www.facebook.com/vakeproducts/

    შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე"-ს ესაჭიროება საფირმო მაღაზიის კონსულტანტი.

    მის: წყნეთი, რუსთაველის ქუჩა #39

    მოთხოვნები:

    ** ასაკი: 20 - 45;
    ** სქესი: მდედრობითი;
    ** სამუშაო გამოცდილება: სასურველია ხორცპროდუქტების სფეროში;
    ** საგანმანათლებლო ხარისხი: საშუალო;
    ** ენების ცოდნა: ქართული - ძალიან კარგად; რუსული/ინგლისური - სასურველია;

    ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

    ** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და პროდუქციის შერჩევაში დახმარების გაწევა;
    ** მაღაზიის დარბაზში პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება;
    ** წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;

    ძირითადი მოთხოვნები:

    ** გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
    ** პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა
    ** ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა
    ** პუნქტუალურობა
    ** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;

    კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას.

    ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
    სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში, თვეში 14-17 სამუშაო დღე);

    დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტორნულ მისამართზე vacancy@vake.ge და სათაურის ველში - "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

    დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები