სოციალური მედიის მენეჯერი

კომპანია: ფოლადის სახლი
  • თარიღები: 06 აპრ - 06 მაი
  • მდებარეობა:
  • ენები: ინგლისური და რუსული
  • "ფოლადის სახლი" აცხადებს ვაკანსიას: სოციალური მედია მენეჯერი

    ძირითადი მოვალეობები:

    ** ბრენდის პოზიციონირების და მარკეტინგული მიზნების შესაბამისად სოციალური მედია სტრატეგიის შემუშავება;
    ** ყოველდღიური კონტენტის შექმნა (ტექსტი, ვიზუალი);
    ** სოციალური მედიისთვის საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება და შესრულება;
    ** სოციალური ქსელების მართვა;
    ** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
    ** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, მათი განხორციელება, პროცესის კონტროლი და რეკომენდაციების მომზადება;
    ** რეგულარული რეპორტინგი, სხვადასხვა ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა;
    ** არსებული საკომუნიკაციო კამპანიის ეფექტურობის შეფასება;
    ** E-mail-კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და მართვა;
    ** ვებ გვერდის მართვა, ინფორმაციის განახლება.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** სოც.მედია მარკეტინგის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
    ** განათლება რელევანტურ სფეროში;
    ** ქართულისა და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
    ** Facebook, Instagram, Linkedin - ის მართვის საფუძვლიანი უნარი;
    ** ქოფირაითინგის (Copywriting) საფუძვლიანი უნარი, როგორც ქართულად ასევე ინგლისურად;
    ** Facebook ads manager and analytics - საფუძვლიანი ცოდნა;
    ** Google Analytics - ზოგადი ცოდნა;
    ** SEO (სამძებრო სისტემების ოპტიმიზაცია) - ზოგადი ცოდნა;
    ** შემოქმედებითი, კრეატიული და პროგრესული ხედვა;
    ** პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

    უნარები:

    ** შემოქმედებითი;
    ** სხარტი აზროვნების უნარი;
    ** გუნდური მოთამაშე;
    ** ყურადღებიანი;
    ** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის გამართული კულტურა

    გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე i.saltkhutsishvili@poladissakhli.ge

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები