ოფისის მენეჯერი

  • თარიღები: 08 აპრ - 30 მაი
  • მდებარეობა:
  • ენები: ინგლისური და რუსული
  • კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" (2016 წლიდან ლაქტალისის ჯგუფის წევრი - lactalis.com) ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანია, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას.

    "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.

    ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი
    განაკვეთი: სრული

    მოვალეობები:

    ** საოფისე ადმინისტრაციული საქმიანობის ადმინისტრირება/ოფისის სამუშაო პირობებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა, მათ შორის თანამშრომლების დახმარება ადმინისტრაციულ საკითხებში;
    ** საოფისე მარაგებისა და თანამშრომელთა ბენეფიტების ადმინისტრირება (შეკვეთების განხორციელება, არსებული მარაგების განკარგვა და კონტროლი ბიუჯეტის ფარგლებში, ჩართულობა ადმინისტრაციული ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესებში);
    ** შიდა და გარე სატელეფონო ზარებისა და კორესპონდენციის (მათ შორის ელექტრონული დოკუმენტაციის) მიღება/გადამისამართება/დაარქივება;
    ** დოკუმენტ-ბრუნვის წარმოება/დაარქივება/კონტროლი;
    ** კომპანიის შიდა და გარე შეხვედრების ორგანიზება, რეპორტინგი;
    ** გრძელ და მოკლევადიან ვიზიტორთა, ასევე ექსპატ თანამშრომელთა საჭიროებების ორგანიზება და პროცესების მართვა (სასტუმროს/ბინის დაჯავშნა, ბილეთების შეძენა და სხვა);
    ** გენერალური დირექტორის ასისტირება სხვადასხვა ადმინისტრაციულ საკითხებში;
    ** მონაწილეობა კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზებაში;
    ** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება (დახმარება ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო, საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მიმართულებით).

    მოთხოვნები:

    ** უმაღლესი განათლება;
    ** საქმისწარმოებასა და დოკუმენტაციასთან მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
    ** ქართული, რუსული, ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
    ** საოფისე პროგრამების ცოდნა.

    პიროვნული თვისებები:

    ** ორგანიზებული, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობით;
    ** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
    ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
    ** გუნდური მუშაობის უნარი.

    დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელფოსტაზე: hr@sante.ge 2021 წლის 30 აპრილამდე და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ოფისის მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.
    დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

    "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" გისურვებთ წარმატებას!

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    08 მაი - 08 ივნ
    პოპულალური კომპანიები