გაყიდვების მენეჯერი

კომპანია: Dressup Group
  • თარიღები: 08 აპრ - 30 აპრ
  • მდებარეობა:
  • ენები: ინგლისური და რუსული
  • "დრესაპ ჯგუფი" უკვე 27 წელია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებული ბრენდების: Levi`s, Lee, Wrangler, Mavi, Rifle, Greyder, Converse, Lacoste, Vans, Bensimon, Guess, Gant, Tommy Jeans, Jack & Jones, Etam ყველაზე დიდ არჩევანს.

    კომპანია წარმოდგენილია 39 მაღაზიით თბილისში, 3 მაღაზიით ბათუმში და ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

    "დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

    ანგარიშვალდებულება: დირექტორთა საბჭოს წინაშე
    უშუალო ხელმძღვანელი: მერჩენდაიზინგის დირექტორი

    ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

    ** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
    ** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
    ** მზარდი ბიზნესი;
    ** იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
    ** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
    ** პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები;
    ** ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;
    ** კორპორაციული ფასდაკლება "დრესაპის" მაღაზიათა ქსელში;
    ** ჯანმრთელობის დაზღვევა.

    ფუნქციები და მოვალეობები:

    გაყიდვების სტიმულირება:

    ** დასახული გეგმების შესრულების მონიტორინგი;
    ** პროცესის ანალიზი;
    ** რეკომენდაციის შემუშავება;
    ** სამოტივაციო სქემის შემუშავება/რეალიზება;
    ** მაღაზიის მუშაობის ეფექტურობის მაჩვენებლების, KPI ინდიკატორის, გაყიდვების გეგმების შემუშავება და სასურველი ზრდის ნიშნულის განსაზღვრა;
    ** ცალკეული მაღაზიების შესაძლებლობების გაანალიზება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება (მარკეტინგის, საფასო პოლიტიკისა და კოლექციებით მომარაგების კუთხით);
    ** გაყიდვების სტიმულირებისათვის რეპორტინგის სისტემატიზაცია და მუდმივი მონიტორინგი;
    ** მაღაზიების მიხედვით, გაყიდვების კუთხით, ძლიერი და სუსტი მომსახურე პერსონალის იდენტიფიცირება წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით, მათი გადამზადების/დატრენინგების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
    ** ბრენდის განვითარების მენეჯერებთან ერთად ცალკეულ პროდუქტზე ახალი საფასო პოლიტიკისა ან (და) აქციების დაგეგმვის რეკომენდაციების შემუშავება;
    ** ყოველთვიური ანგარიშისა და მომდევნო თვის სამოქმედო გეგმის მომზადება.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

    ** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის მიმართულებით);
    ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია საცალო გაყიდვების სფეროში);
    ** Ms Office-ის ცოდნა (Ms Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
    ** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
    ** მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
    ** კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
    ** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
    ** თვითგანვითარებისა და პროფესიული ზრდის მოტივაცია;
    ** საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
    ** ანალიზის უნარი;
    ** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, სტრესის ამტანობა;
    ** მოქნილობა და ოპერატიულობა;
    ** დეტალებზე ორიენტირებულობა;
    ** კეთილსინდისიერება.

    კანდიდატთა შერჩევა:

    კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი შემდეგი ელფოსტის მისამართზე: vacancy@dressup.ge. ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი. დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მითითებულ მოთხოვნებს.

    განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30.04.2021

    გისურვებთ წარმატებას!

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები