მარკეტინგის სპეციალისტი

კომპანია: ავტო გალერი
  • თარიღები: 09 აპრ - 23 აპრ
  • მდებარეობა:
  • ენები: ინგლისური და რუსული
  • "ავტო გალერი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

    ვაკანსიის კოდი: TGM0001011
    ადგილმდებარეობა: თბილისი
    კატეგორია: მარკეტინგი
    დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
    სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
    გამოცდილების დონე: სპეციალისტი

    ძირითადი მოთხოვნები:

    გამოცდილება:

    ** მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი
    ** სფერო: მარკეტინგი

    განათლება:

    ** ხარისხი: ბაკალავრი
    ** სფერო: ბიზნესის მართვა, მარკეტინგი

    ენები:

    ** ქართული - ძალიან კარგი
    ** რუსული - კარგი
    ** ინგლისური - კარგი

    უნარები:

    ** ანალიტიკური აზროვნების უნარი
    ** შემოქმედებითი აზროვნება
    ** შედეგზე ორიენტირებულობა
    ** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
    ** დროის ეფექტურად მართვის უნარი
    ** გუნდურად მუშაობის უნარი

    დამატებითი მოთხოვნები:

    ** MS Office-ის პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
    ** კონტენტ მენეჯერად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

    სამუშაოს აღწერა:

    ** ორგანიზაციაში არსებული ბრენდების მარკეტინგულ დაგეგმარებაში და ბიუჯეტირებაში მონაწილეობის მიღება;
    ** მარკეტინგული კომუნიკაციის არხების მართვა და მასალების მომზადება;
    ** ბრენდების სოც. მედია არხების მართვის მონიტორინგი;
    ** ბრენდების სოც. მედია არხების განვითარების გეგმის შემუშავება სოც. მედია მენეჯერთან ერთად;
    ** კონტენტის ნაწილში აქტიური ჩართულობა და საჭიროების შემთხვევაში კონტენტის მომზადება;
    ** მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიებისა და აქციების დაგეგმვა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად, შემდეგ ამ კამპანიის ტექნიკური განხორციელებაში მონაწილეობა, კოორდინირება და მონიტორინგი;
    ** მარკეტინგული და სარეკლამო მასალების შეკვეთა, ბიუჯეტის დათვლა, ფასების კვლევა;
    ** ბეჭდური მასალების დიზაინის შემუშავება და/ან რედაქტირება გრაფიკულ დიზაინერთან ერთად;
    ** ვებ. გვერდის მასალების განახლება;
    ** ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
    ** კონკურენტების მარკეტინგული საქმიანობის მონიტორინგი;
    ** კომპანიის საიმიჯო/სარეკლამო საშუალებების შექმნაში მონაწილეობის მიღება.

    დამატებითი ინფორმაცია:

    გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

    განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/1011

    გისურვებთ წარმატებებს!

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    08 მაი - 08 ივნ
    პოპულალური კომპანიები