პროექტის მენეჯერი

კომპანია: Qarva
  • თარიღები: 13 აპრ - 13 მაი
  • მდებარეობა:
  • ინოვაციების კომპანია "Qarva" ქმნის სატელევიზიო პროგრამულ უზრუნველყოფას და უკვე 15 წელზე მეტია ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. "Qarva"-ს წარმატებული და ცნობილი სატელევიზიო პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი საქართველოში წარმოდგენილია SilkTV-ის სახით.
    2017 წელს ლონდონში Qarva-ს პროდუქტი, მულტიპაიპი, წარდგენილი და დაჯილდოვებული იყო როგორც საუკეთესო სტრიმინგის ინოვაციური ტექნოლოგია. 2018 წლიდან Qarva გახდა DVB (DVB - Digital Video Broadcasting - https://dvb.org)-ის წევრი.

    ვეძებთ გუნდის ახალ წევრს პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

    "Qarva"-ში შესაძლებლობა გექნებათ ისწავლოთ, განვითარდეთ და დაწინაურდეთ თქვენთვის სასურველი მიმართულებით.

    პროექტების მენეჯერის პოზიცია მოიცავს შემდეგ მოვალეობებს:

    ** პროექტების დაგეგმვის სამუშაოების კოორდინაცია ყველა საჭირო პირის მონაწილეობით, ვადების, ადამიანური თუ სხვა რესურსების და სხვა საჭირო კომპონენტების დეტალიზაციით;
    ** პროექტის ვადების მიხედვით შესრულების კონტროლი, გეგმიდან გადაცდომების დროული გამოვლენა და რეაგირება;
    ** პროექტების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშგების სისტემის დანერგვა და ანგარიშების მუდმივად წარმოების უზრუნველყოფა;
    ** პროექტების ვადების დარღვევის ან რესურსების არასაკმარისობის შემთხვევებზე/საფრთხეებზე შესაბამისი პირების ინფორმირება და დროული რეაგირების უზრუნველყოფა;
    ** რეპორტინგი ხელმძღვანელთან.

    ამ პოზიციაზე დაგჭირდება:

    ** პროექტის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება (IT პროექტების მიმართულებით);
    ** პროექტების მართვის ინსტრუმენტების ცოდნა (Jira);
    ** ინგლისური ენის ცოდნა, გამართული კომუნიკაციის და წერითი უნარი.

    როგორი უნარ-ჩვევები უნდა გქონდეს რომ გახდე Qarv-ელი?

    ** ანალიტიკური აზროვნება;
    ** დისციპლინირებულობა;
    ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
    ** გუნდური მუშაობის უნარი;
    ** საქმეზე ორიენტირებულობა;

    როგორი გამოცდილება იქნება შენთვის ქარვაში მუშაობა?

    ** კომფორტული, მეგობრული გარემო;
    ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
    ** მხარდამჭერი გუნდი;
    ** მდიდარი ორგანიზაციული კულტურა;
    ** ყოველდღიური ლანჩი;
    ** ჯანმრთელობის დაზღვევა.

    ანაზღაურება: ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით, ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.
    სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე 1 საათიანი შესვენებით.
    სამუშაო ადგილი: ი.გამყრელიძის №3

    გადმოგვიგზავნე რეზიუმე HR@qarva.com და სათაურში სასურველი პოზიციის მითითება არ დაგავიწყდეს.

    წარმატებები!

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    08 მაი - 08 ივნ
    პოპულალური კომპანიები