გაყიდვების მენეჯერი

  • თარიღები:
  • მდებარეობა:
  • ენები: ინგლისური და რუსული
  • შპს "ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის"(NBT) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

    კომპანია NBT ბაზარზე 11 წელია ოპერირებს. იგი ამერიკული, ესპანური, გერმანული და რუსული კომპანიების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.

    სამუშაო ადგილი: თბილისი
    განაკვეთი: სრული

    ძირითადი მოვალეობები:

    ** კლიენტებთან ურთიერთობის წარმოება;
    ** დაინტერესებული პირებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება როგორც სატელეფონო და ელექტრონული ფოსტით, ისე პირისპირი გასაუბრების გზით;
    ** ახალი კლიენტების მოძიება/მოზიდვა და არსებულ კლიენტებთან შეხვედრების წარმოება;
    ** პოტენციური კლიენტებისათვის კომპანიის მომსახურების და პროდუქციის გაცნობა(კომპანიის პრეზენტაცია);
    ** ხანგრძლივი და წარმატებული ურთიერთობის დამყარება/განვითარება მომხმარებლებთან;
    ** შეკვეთების მიღება, დამუშავება - პროცესისა და ხარისხის კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში გაყიდვების ხელმძღვანელთან გადამისამართება;
    ** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** ძლიერი კომუნიკაციის უნარის მქონე, გუნდური მოთამაშე;
    ** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
    ** სამშენებლო/სარემონტო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
    ** შეხვედრების მოწყობის და პრეზენტაციის ჩატარების გამოცდილება;
    ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
    ** უმაღლესი განათლება;
    ** ინგლისურის და რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა.

    პიროვნული თვისებები:

    ** გამოკვეთილი ანალიტიკური და ლოგიკური უნარები;
    ** კომუნიკაბელურობა;
    ** ორგანიზებულობა;
    ** გამართული კომუნიკაცია;
    ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
    ** შედეგზე ორიენტირებული;
    ** კრეატიული და განვითარებაზე ორიენტირებული.

    დამატებითი მოთხოვნები:

    ** სასურველია საკუთარი ავტომობილის ყოლა;
    ** მართვის მოწმობა B კატეგორია;

    ანაზღაურება: ინდივიდუალურად შეთანხმდება სამუშაო გამოცდილებიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

    დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: Budu@cordesign.ge კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

    გისურვებთ წარმატებას!

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები