ქოლ-ცენტრის ოპერატორი

  • თარიღები: 26 აპრ - 09 მაი
  • მდებარეობა:
  • სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

    სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

    პასუხისმგებლობები:

    ** შემოსული სატელეფონო ზარების პასუხი;
    ** კლიენტებთან ურთიერთობა (ტელეფონის საშუალებით კლიენტისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება);
    ** სადაზღვევო პროგრამასთან მუშაობა;
    ** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

    მოთხოვნები:

    ** აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება (მედიცინა, ჯანდაცვა, ფარმაცია);
    ** სასურველია ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
    ** სასურველია სასაუბრო და წერა-კითხვის ცოდნა ინგლისურ და რუსულ ენებში;
    ** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
    ** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
    ** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

    დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge

    გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ქოლცენტრის ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

    საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2021 წლის 9 მაისი. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

    ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

    კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/

    პოპულალური კომპანიები