გაყიდვების მენეჯერი

კომპანია: Optimo
  • თარიღები: 27 აპრ - 11 მაი
  • მდებარეობა:
  • ენები: ინგლისური და რუსული
  • სს "საქართველოს ბანკის" ჯგუფში შემავალი კომპანია "დიჯითალ არეა" პროექტისთვის "OPTIMO" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

    პროექტის შესახებ:

    OPTIMO - მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შექმნილი სალაროსა და გაყიდვების მართვის ციფრული გადაწყვეტაა, რომელიც მაქსიმალურადაა მორგებული ამ ბიზნესების საჭიროებებს. ის უზრუნველყოფს მარაგების, შესყიდვებისა და გაყიდვების მართვას, ანალიზსა და ფინანსურ აღრიცხვას, ასევე აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას ბიზნესის მფლობელებს. ამასთან, ოპტიმო მუდმივად ნერგავს ახალ ფუნქციონალსა და ინოვაციებს, რომელიც უფრო და უფრო მეტ ბიზნესს უმარტივებს საქმიანობას და ეხმარება მის უკეთ მართვასა და განვითარებაში.

    უფრო დეტალურად: www.optimo.ge

    ძირითადი ფუნქციები:

    ** სექტორის კვლევა, ანალიზი, სექტორში არსებული კომპანიების საჭიროებების, მოთხოვნების შეფასება და მათზე მორგებული პროდუქტების, პროექტების დაგეგმვა, განხორციელება;
    ** არსებული პორტფელის და ფინანსური შედეგების ზრდის კონტროლი, განხორციელება;
    ** ახალი ან არსებული ობიექტებისთვის ფასწარმოქმნის დაგეგმვა და განხორციელება;
    ** ახალი პარტნიორი ობიექტების მოძიება და მოზიდვა;
    ** პარტნიორებთან მოლაპარაკებების და შეთავაზებების პროცესის მართვა, განხორციელება;
    ** პარტნიორული ქსელის არსებული ურთიერთობების განვითარება, პარტნიორების მიმდინარე საჭიროებების შესწავლა, ანალიზი და საჭიროებებზე მორგებული ** მრავალფეროვანი, ინოვაციური შეთავაზებების მომზადება, მიწოდება, განხორციელება.

    მოთხოვნები:

    ** განათლება: სასურველია ბაკალავრიატის ბოლო კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის და/ან მარკეტინგის მიმართულებით;
    ** სამუშაო გამოცდილება: ბიზნეს სექტორში გაყიდვების მინ. 1 წლიანი გამოცდილება.

    აუცილებელი ცოდნა და უნარები:

    ** გამორჩეული კომუნიკაციის უნარები (ურთიერთობების დამყარება და განვითარება, გაყიდვები, მოლაპარაკებების წარმოება, დარწმუნების უნარი, პრეზენტაციები);
    ** ბაზრის ანალიზის და კვლევის უნარი;
    ** ფინანსური და რაოდენობრივი ანალიზის უნარი;
    ** ენების ცოდნა: რუსული და ინგლისური ენების ცოდნა კარგად.

    დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე/CV შემდეგ ელფოსტაზე: Careers@digitalarea.ge არაუგვიანეს 11 მაისისა და სათაურის (გრაფაში "subject") ველში მიუთითოთ ის თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები