რეგისტრატორი

  • თარიღები: 28 აპრ - 15 მაი
  • მდებარეობა:
  • ენები: ინგლისური და რუსული
  • "ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას მიმღები და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში რეგისტრატორის პოზიციაზე.

    ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1
    სამუშაო განრიგი: 16 და 24 საათიანი მორიგეობა (ყველ მეოთხე დღეს)
    ანაზღაურება: გამომუშავებით

    ძირითადი ფუნქციები:

    ** პაციენტების ისტორიის გახსნა;
    ** სსიპ სპეციალური სააგენტოს პორტალზე სახელმწიფო ბენეფიციარების შეტყობინების გადაცემა, მკურნალობის მიმდინარედ ცვლილების დაფიქსირება და რიგ შემთხვევებში დახურვა;
    ** ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე განთავსებული გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების შესახებ ინფორმაციის სისწორის გაკონტროლება;
    ** საჭიროების შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიებისთვის შეტყობინების გადაცემა და დოკუმენტაციის გადაგზავნა შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას;
    ** პაციენტის სამედიცინო მომსახურების ღირებულებიდან თანაგადახდის წილის დათვლა და სალაროს მომსახურება.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** უმაღლესი სამედიცინო განათლება ან უმაღლესი სამედიცინო განათლება მენეჯმენტის მიმართულებით; განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
    ** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
    ** კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა;
    ** სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა.

    პიროვნული უნარები:

    ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
    ** ორგანიზებულობა;
    ** დეტალებზე ორიენტირება;
    ** პასუხისმგებლობა;
    ** კონფიდენციალობა.

    ენები:

    ** ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი;
    ** ინგლისური;
    ** რუსული.

    კომპიუტერული პროგრამები: კომპიუტერული საოფისე პროგრამები.

    ჩვენ გთავაზობთ:

    ** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
    ** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

    დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@vivomedical.ge. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 15 მაისი. გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "Angio - რეგისტრატორი").

    გისურვებთ წარმატებას!

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები