გუნდის კაპიტანი

კომპანია: My.ge
  • თარიღები: 29 აპრ - 29 მაი
  • მდებარეობა:
  • My.ge, რომელიც ქართულ ინტერნეტ ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი ქვებრენდებით: www.myauto.ge, www.mymarket.ge, www.myhome.ge, www.myparts.ge, www.myjobs.ge, www.myshop.ge www.myads.ge , www.myjobs.ge, www.mysport.ge გეძებს შენ ხელოვნური ინტელექტის გუნდის კაპიტანს (Product Owner).

    ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი
    სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;
    ანაზღაურება: 1500-2000 ლარი (ხელზე ასაღები)
    სამუშაო დღის დასაწყისი: 10:00-დან 19:00-საათამდე;
    სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 8 საათი+1 საათი დასვენება;
    შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე)+ 6 day off წელიწადში.

    ფუნქცია- მოვალეობები:

    ** ტექნიკურ გუნდში გადაწყვეტილებების მისაღებად სტრატეგიისა და Roadmap-ის შემუშავება, რომელიც ეხმაურება ციფრული პროდუქტის განვითარებას ბიზნესის საჭიროებებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად;
    ** პასუხისმგებელია პროდუქტის განვითარების მთლიანი ციკლის დაგეგმვასა და შესრულებაზე ლეგიონის კაპიტანთან ერთად;
    ** განსაზღვროს პროდუქტის მიმართულების ხედვა;
    ** შექმნას და დააპრიორიტეტოს პროდუქტის ბექლოგი გუნდის წევრებთან ერთად;
    ** ფასილიტაცია გაუწიოს გუნდის ცერემონიებს;
    ** სინქრონიზდება სხვა კაპიტნებთან საჭიროების შემთხვევაში;
    ** შეასრულოს ყოველდღიური საოპერაციო დავალებები ეფექტურად და დროულად;
    ** თვალყური ადევნოს პროექტის განხორციელებას რათა დროულად მიაწოდოს ლეგიონის პარტნიორს პროდუქტის განვითარების ფაზებთან დაკავშირებული საკითხები;
    ** მონაწილეობა მიიღოს პრობლემების გადაწყვეტილებაში და შესთავაზოს პროექტის განხორციელების გაუმჯობესების გზები;
    ** მოამზადოს პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და რეპორტი;
    ** მუდმივად დააკვირდეს ბაზარზე მიმდინარე ცვლილებებს და შეისწავლოს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მიმდინარე ტრენდები;

    საკვალიფიკაცო მოთხოვნები:

    ** განათლება კომპიუტერული მეცნიერებების, ინჟინერიის, სტატისტიკის/ მათემატიკის, პროექტების მართვის ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
    ** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ციფრული პროდუქტების განვითარების /IT პროექტების მართვის მიმართულებით;
    ** ტექნიკურ გუნდთან (engineers, data scientists, designers) მუშაობის გამოცდილება;
    ** უპირატესობად ჩაითვლება ეჯაილ ორგანიზაციული სტრუქტურით მუშაობა.
    ** ბონუსად ჩაითვლება გამოცდილება პროგრამირებაში

    პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

    ** ძლიერი ანალიტიკური უნარები;
    ** ძლიერი ტექნიკური ცოდნა და ინტერესი ხელოვნური ინტელექტის ან მანქანური სწავლისადმი;
    ** ძლიერი ვერბალური და არაველბარული კომუნიკაციის უნარი;
    ** დამოუკიდებლად მუშაობისა და პროექტის მართვის უნარი;
    ** ცვლილებებისადმი ღიობა და ადაპტაციის სწრაფი უნარი;
    ** ბენეფიტები, რომელსაც კომპანია სთავაზობს:
    ** ჯანმრთელობის დაზღვევა;
    ** ფიტნეს აბონემენტი;
    ** Fitpass;

    დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე hr@my.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

    თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

    დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები