ბუღალტერი

კომპანია: იბერი+
  • თარიღები: 06 მაი - 06 ივნ
  • მდებარეობა:
  • შპს "IBERI+" "IBERIPHARMA+" 1999 წლიდან მოღვაწეობს სააფთიაქო სივრცეში, კომპანიას აქვს საბითუმო ბაზა და მზარდი სააფთიაქო ქსელი, რომელიც მოიცავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს.

    ფარმაცევტული კომპანია "იბერი +" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

    ძირითადი მოვალეობები:

    ** მთავარი ბუღალტრის ან/და მენეჯერის მითითებების მიხედვით კომპანიის მიმდინარე საბუღალტრო საქმის დამოუკიდებლად წარმართვა - ოპერაციების შესრულება ან/და შესრულებულის მონიტორინგი;
    ** ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე;
    ** ბანკის ამონაწერის და სალაროს ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
    ** დებიტორული მოთხოვნებისა და კრედიტორული დავალიანებების ნაშთების სისწორის კონტროლი.
    ** პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შექმნა/შემოწმება/ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება.
    ** დამკვეთისთვის წინასწარ შეთანხმებული ანგარიშების, რეპორტების მომზადების პროცესში ჩართულობა;
    ** საბუღალტრო პროგრამის ORIS მუშაობის გამოცდილება;
    ** საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი დავალებების შესრულება.

    ძირითადი მოთხოვნები:

    ** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით;
    ** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
    ** სავალდებულოა გავლილი ჰქონდეს ACCA-ს მინიმუმ ერთი დონე;
    ** სავალდებულოა საოფისე და ბუღალტრული პროგრამების ცოდნა;
    ** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე.

    უნარ-ჩვევები:

    ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
    ** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
    ** გაწეული სამუშაოს ხარისხსა და დეტალებზე ორიენტირება;
    ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

    დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: hr@iberiplus.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

    გისურვებთ წარმატებებს!

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები