გაყიდვების მენეჯერი

  • თარიღები: 06 მაი - 06 ივნ
  • მდებარეობა:
  • სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

    ძირითადი მოვალეობები;

    ** გაყიდვების გუნდის მართვა;
    ** სიტუაციის ანალიზი, პერსპექტივების შეფასება, რეგიონალური სამოქმედო გეგმის შემუშავება;
    ** რეგიონალური მიზნების დასახვა და პერიოდული (ყოველთვიური, ყოველკვარტალური, წლიური) კონტროლი;
    ** გაყიდვების გეგმის განხილვა, დამტკიცება და შესრულების უზრუნველყოფა;
    ** გაყიდვების პროცესის ორგანიზება და წარმართვა;
    ** ქსელის დაფარვის უზრუნველყოფა და კონტროლი;
    ** გაყიდვების გუნდისათვის მიზნების / ამოცანების დასახვა;
    ** ყოველკვირეული შეხვედრების წარმართვა დასახული მიზნების შესრულების მიმდინარეობის გასაკონტროლებლად;
    ** დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება, მათი განვითარების გეგმის (სამუშაო სტანდარტები, ლიდერული უნარები) და სამოტივაციო გეგმის დასახვა;
    ** გუნდის შევსების უზრუნველყოფა საჭირო კადრებით;
    ** გაყიდული საქონლის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი და ანგარიშგების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
    ** ახალი კლიენტების მოძიება, ურთიერთობის დამყარება და მოლაპარაკებების წარმოება;
    ** არსებულ კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე სასურველი შედეგის მისაღწევად;
    ** სწორი რესურსების განსაზღვრა ეფექტური დაფარვისთვის.
    ** დებიტორული დავალიანების და საკრედიტო ლიმიტების სწორი დაგეგმვა და კონტროლი;
    ** საჭიროების შემთხვევაში კომპანიაში არსებული გაყიდვების პოლიტიკის განახლებასთან დაკავშირებით მოსაზრებების ჩამოყალიბება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა.

    ძირითადი მოთხოვნები:

    ** გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება გამოცდილება;
    ** მართვის მოწმობა;
    ** პირადი ავტომანქანა;

    პიროვნული თვისებები:

    ** შრომისმოყვარეობა და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა;
    ** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
    ** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
    ** პუნქტუალურობა.

    დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vacancyv6@gmail.com და "საგანში" (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები