საწყობის უფროსი

  • თარიღები: 08 მაი - 21 მაი
  • მდებარეობა:
  • "ევექსის კლინიკები" აცხადებს შერჩევას საწყობის უფროსის პოზიციაზე.

    სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, გლდანის კლინიკა
    სამუშაო გრაფიკი: სრული

    ძირითადი მოვალეობები:

    ** საწყობის მარაგის დროულად შევსება და ქსელის მასშტაბით არსებული მოთხოვნების დროულად დაკმაყოფილება;
    ** ქსელის მასშტაბით მედიკამენტების ნაშთების კონტროლი და ინვენტარიზაცია, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი მარაგების მიწოდება კლინიკებისთვის შიდა გაწერილი პროცედურის მიხედვით;
    ** საწყობში არსებული გამოუყენებელი ინვენტარის ჩამოწერის კონტროლი, რეალიზაციის ინიცირება და ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისთვის;
    ** მიღებული საქონლის და მომსახურების დოკუმენტაციის მიწოდება ბუღალტერიისთვის;
    ** ზედნადებების და ანგარიშფაქტურების კონტროლი, საჭიროებიდან გამომდინარე დოკუმენტაციის ატვირთვა;
    ** მომწოდებლებთან კომუნიკაცია და მოწოდებული პროდუქციის შესაბამისად დოკუმენტების კორექტირების უზრუნველყოფა;
    ** შიდა რეგულაციების დანერგვაში მონაწილეობა და შესრულება;
    ** დაქვემდებარებული თანამშრომლების კონტროლი.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** უმაღლესი განათლება (სასურველია, ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების მიმართულებით);
    ** აუცილებელია 2 წლიანი გამოცდილება საწყობის მართვის მიმართულებით (პრიორიტეტი მიენიჭება სააფთიაქო ქსელს);
    ** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში;
    ** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
    ** Rs.ge-ზე მუშაობის ცოდნა.

    პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

    ** გუნდის მართვის უნარი;
    ** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
    ** დროის ეფექტურად გამოყენება;
    ** პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
    ** ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი.

    განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 21 მაისი, 2021 წელი

    დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexclinics.ge/ka/vacancy/sawyobis-ufrosi/419

    "ევექსი კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
    მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდადტი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

    დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

    პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

    გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    16 სექტემბერი- 16 ოქტომბერი
    პოპულალური კომპანიები