ოფისის მენეჯერი

  • თარიღები: 17 მაი - 21 მაი
  • მდებარეობა:
  • ენები: ინგლისური და რუსული
  • სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. 2007 წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელსა და პარტნიორს წარმოადგენს "ვენის სადაზღვევო ჯგუფი" (http://www.vig.com), რომელიც ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიაა. ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ ფინანსურ დაცულობასა და სტაბილურობას, თქვენთან ერთად მუდმივად ვიზრუნოთ ცხოვრების გამარტივებასა და სიმშვიდეზე (https://irao.ge/).

    სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

    ადგილმდებარეობა: თბილისი 0160, ბოჭორიშვილის ქ. 88/15

    ფუნქცია-მოვალეობები:

    ** კომპანიის შემოსული/გასული წერილების რეგისტრაცია, ადრესატისთვის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
    ** მძღოლების/კურიერების გამოძახება და მათი საჭირო მიმართულებით გაგზავნა;
    ** კომპანიის, დირექტორების სტუმრების მიღება, დახვედრის ორგანიზება;
    ** კომპანიის, ადმინისტრაციული მიმართულების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
    ** დირექტორის/ების სხვა დაკავშირებული დავალებების შესრულება.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** უმაღლესი განათლება;
    ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
    ** სასურველია რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
    ** საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა.

    სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:

    ** კეთილგანწყობილი;
    ** ორგანიზებული, პუნქტუალური და დისციპლინირებული;
    ** დეტალებზე ორიენტირებული;
    ** კომუნიკაბელური;
    ** გუნდური მუშაობის უნარი;
    ** დაძაბულ ტემპში მუშაობის უნარი;
    ** დროის მართვის უნარი;

    თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@irao.ge ან დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე: https://irao.ge/ka/career

    გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

    რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 21 მაისი, 2021 წელი.

    სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    16 სექტემბერი- 16 ოქტომბერი
    პოპულალური კომპანიები