მოლარე - კონსულტანტი

კომპანია: Kärcher
  • თარიღები: 17 მაი - 17 ივნ
  • მდებარეობა:
  • ენები: ინგლისური და რუსული
  • "კერხერ-საქართველო" წარმოადგენს დასუფთავების ტექნოლოგიის მსოფლიო ლიდერის, Alfred Karcher SE & Co.KG-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, რომლის შოურუმებიც მდებარეობს თბილისსა და ბათუმში, იგი ასევე ზედამხედველობას უწევს კერხერის ოფიციალურ დილერებს და საცალო მაღაზიებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

    "კერხერ-საქართველოს" გუნდი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

    სამუშაო ადგილი: თბილისი;
    სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (10:00-19:00);
    სამუშაო დღეების რაოდენობა: 5

    მოლარე-კონსულტანტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

    ** მომხმარებელთან კომუნიკაცია და პროდუქციის მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდება;
    ** გაყიდული ნივთის გატარება და შემოწმება;
    ** ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა;
    ** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას, პროცედურების სრული დაცვა;
    ** მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა;
    ** შემოსული პროდუქციის ჩამოტვირთვა მანქანებიდან და დასაწყობება;
    ** ტვირთის საწყობიდან გამოტანა და მაღაზიაში სტანდარტების შესაბამისად განლაგება.

    ძირითადი მოთხოვნები:

    ** სასურველია 1C პროგრამის ცოდნა;
    ** სასურველია MS Office პროგრამების ცოდნა;
    ** სასურველია მოლარე-კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება;
    ** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

    პიროვნული უნარ-ჩვევები:

    ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
    ** მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
    ** კომუნიკაბელურობა და კლიენტზე ორიენტირებულობა;
    ** დადგენილ ვადებსა და სტრესულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
    ** გუნდური მუშაობის უნარი;
    ** სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
    ** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.

    დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV მისამართზე: Tatia.Machitidze@ge.kaercher.com და გთხოვთ, "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

    გისურვებთ წარმატებებს!

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    16 სექტემბერი- 16 ოქტომბერი
    პოპულალური კომპანიები